iPhone X საქართველოში 3 ნოემბრიდან გაიყიდება

კომპანია iPhone-მა 10 წლის იუბილე  iPhone-10-ის პრეზენტაციით აღნიშნა. აპარატს უკვე უწოდეს მომავლის ტექნოლოგია. ტელეფონის შეძენას მომხმარებელი, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, საქართველოშიც 3 ნოემბრიდან შეძლებს.Apple-ის საიუბილეო ქმნილებამდე ბაზარზე iPhone-8 და iPhone-8 პლუსი გამოჩნდება

iPhone-8 და iPhone-8 პლუსი , როგორც მთელ მსოფლიოში ასევე საქართველოს ბაზარზეც 21 სექტემბრიდან გამოჩნდება , რომელიც 5055 ლარი ეღირება , თუმცა , როგორც ვარაუდობენ ერთი თვის შემდეგ მისი ღირებულება 1700 ლარი გახდება  , Phone X -ის  გაყიდვას კი Apple  3 ნოემბრიდან დაიწყებს და 9099 ლარი ეღირება , ხოლო რაც შეეხება მის სამომავლო ფას 2500 ლარს ვარაუდობენ .

 

 

მაშინ , როცა მთელი მსოფლიო iPhone-8 და iPhone-8 პლუსი გამოსვლას ელოდებოდა ,  კომპანია Apple- მა სმარტფონის ფანებს სურპრიზი მოუმზადა .ზუსტად ათი წლის წინ ამ დღეს სტივ ჯობსმა საზოგადოებას ეფლის პირველი სმარტფონი iPhon ერთი გააცნო . ათი წლის შემდეგ კი კალიფორნიაში , თეატრში , რომელიც უკვე სტივ ჯობსის სახელს ატარებს მოულოდნელად საიუბილეო  iPhone-10  გაჩნდა .

 

 

 

სმარტფონს უკვე უწოდეს “მომავლის ტექნოლოგია” , მისი მთავარი ღირსება უსაზღვრო ეკრანიაა , რომელიც ავტომატურად არეგულირებს ფერებს , განათების ტემპერატურის მიხედვით , რომელიც მაღალი გარჩევადობითა და ფერთა გამით გამოირჩევა .

 

 

 

 

iPhone-10 -ს არ აქვს ე.წ ” HOME ” ღილაკი  მთავარ მენიუში ეკრანზე თითის ზევით ასმით შედიხართ , თითის მარჯვნივ გადასვლით აპლიკაციების განყოფილებაში მოხვდებით . ასევე თქვენი ახალი iPhone სახეზე ამოგიცნობთ , სწორედ სახის სკანირებით შეძლებთ სმარტფონის გახნსას . სისტემა მაშინაც მუშაობს თუ სათვალეს მოირგებთ ან ვარცხნილობას შეიცვლით .

 

 

ახალ მოდელს პორტრეტის გადაღების ფუნქციაც დაემატა . ამას ორივე კამერით  მოახერხებთ , ამასთან ახალი კამერა საშუალებას იძლევა სოციალურ ქსელში კომენტარის დაწერისას ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნისას საკუთარი ემოცია ახალი ე.წ ემოჯი გამოსახულებით გააცოცხლოს . მისი კიდევ ერთი მახასიათებელი უსადენო დამტენია .

 

 

გასულ წელს 211 მილიონი iPhone გაიყიდა. ჯამში კი გაყიდული აიფონების რაოდენობა 1 მილიარდს აჭარბებს. Apple-ის შემოსავლების 2/3-ზე მეტი აიფონების გაყიდვაზე მოდის.

iPhone-ების გაყიდვები წლების მიხედვით

  1. 2007 – 1.39 მილიონი ცალი
  2. 2008 – 11.63 მილიონი ცალი
  3. 2009 – 20.73 მილიონი ცალი
  4. 2010 – 39.99 მილიონი ცალი
  5. 2011 – 72.29 მილიონი ცალი
  6. 2012 – 125.05 მილიონი ცალი
  7. 2013 – 150.26 მილიონი ცალი
  8. 2014 – 169.22 მილიონი ცალი
  9. 2015 – 231.22 მილიონი ცალი
  10. 2016 – 211.88 მილიონი ცალი
  11. ჯამში გაყიდული აიფონები – 1.033 მილიარდი