საგანგებო ბრიფინგი მარნეულში მომხდარ თავდასხმაზე

23/09/2017

მარნეულში მომხდარ ინციდენტს საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება ევროპული საქართველო. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური გამოძიების არანაირი მოლოდინი არ არსებობს, მიმართავს და აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ პარტია ყველა კანონიერი ხერხით დაიცავს მარნეულის რაიონში ხმებს და ხელისუფლებას გაყალბების საშუალებას არ მისცემს. პარტიის ლიდერი გიგი უგულავა და მარნეულში მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი აცხადებენ, რომ წინა 

ვრცლად...

მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

23/09/2017

მექსიკაში განმეორებითი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრე 6,2 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ოახასას შტატში დაფიქსირდა. CBS-ის ინფორმაციით, განმეორებითი მიწისძვრა ქვეყნის დედაქალაქშიც მოხდა. სეისმოლოგების ინფორმაციით, რიხტერის შკალის მიხედვით მიწისძვრის სიმძლავრე 4.1-დან 5.8-მდე მერყეობდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. 19 სექტემბერს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში მომხდარ მიწისძვრას 2490-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კვირის 

ვრცლად...

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა არამარტო ქართული საზოგადოება, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაც არაფრად ჩააგდოს“- გიორგი ვაშაძე

23/09/2017

„ერთობა- ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება. მისი განცხადებით, დასკვნა უარყოფითია და ნეგატიური გზავნილები როგორც ქართულ საზოგადოებაზე, ასევე „ქართულ ოცნებაზეც აისახება“. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუშინდელი ცრუ სიხარული, ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. „უდავოდ ძალიან სამწუხაროა“- ეს არის სიტყვები როგორ შეაფასა ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებები. სამწუხაროა, ის რომ „ქართულმა ოცნებამ“ სრულიად 

ვრცლად...

კახა კალაძე: „საკუთრების დაკანონების პრობლემა, რომელიც დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, იქნება მოგვარებული“

23/09/2017

„ადამიანები ორი ათეული წელია ცხოვრობენ აქ, თაობები გაიზარდნენ ამ ოჯახებში და ისინი ვერ ახერხებენ ბინების დაკანონებას. ეს მართლაც სამწუხარო ფაქტია. როგორც კი გავხდები თბილისის მერი, იმ დღიდანვე დავიწყებ ამ პრობლემის მოგვარებას” – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონის N35 კორპუსის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი იმ ოჯახების 

ვრცლად...

საქართველოს, წაღვერში ცეცხლის ჩასაქრობად აზერბაიჯანის და თურქეთის ავიაცია დაეხმარება

23/09/2017

ხვალიდან ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში ოთხი ვერტმფრენი მიიღებს მონაწილეობას. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს ზერბაიჯანის და თურქეთის ავიაცია დაეხმარება . ეს ინფორმაცია ჟრუნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრმა გააცნო. ზურაბ ალავიძის თქმით, უკვე დღეს სალიკვიდაციო სამუშაოში კიდევ ერთი ქართული ვერტმფრენი ჩაერთვება. დღეს საღამოს 6 საათისთვის საქართველოში აზერბაიჯანისა და თურქეთის ავიაციაც ჩამოფრინდება, თუმცა ხანძარსაწინააღმდეგო 

ვრცლად...

სოფელ ჯუთაში ხანძარია

23/09/2017

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუთაში ხანძარია. ამ ეტაპზე ადგილზე რამდენიმე ერთეული სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს. სიტუაციას ქარი და რთული რელიეფური მდგომარეობა ართულებს. ხანძრის ძირითადი კერები ჯუთას მთის ფერდობის კლდოვან ნაწილზე ფიქსირდება, ცეცხლი ბალახს უკიდია. დამატებით დეტალებზე საგანგებო სიტუაციების სააგენტოში ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

Reuters-ი: რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისას თავდასხმები 21 შტატზე განახორციელეს

23/09/2017

2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის მხრიდან ჰაკერული თავდასხმები 21 შტატზე განხორციელდა. აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინიტროზე დაყრდნობით, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საუბარია ალაბამას, ალიასკის, არიზონას, კალიფორნიის, კოლორადოს, კონექტიკუტის, დელავერის, ილიონისისის, აიოვას, მერილენდის, მინესოტას, ჩრდილოეთ დაკოტის, ოკლაჰომას, ორეგონის, ტეხასისა ვისკონსინი, ოჰაიო, ფლორიდა, პენსილვანია და კალიფორნიის შტატებზე. მედიის ცნობით, ჰაკერებმა ერთ-ერთი შტატის საარჩევნო ინფრასტრუქტურის ბაზაში ამომრჩეველთა 

ვრცლად...

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო – გომბორის ქედის მიმდებარედ ღია ცეცხლი აღარ ფიქსირდება

23/09/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გომბორის ქედის მიმდებარედ ცეცხლი შერეული ტყის მასივზე არ გავრცელებულა. უწყების ცნობით, დაიწვა მხოლოდ ხმელი ბალახი, ბუჩქნარი და რამდენიმე ხე. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ გომბორის ქედის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში ხანძარი 

ვრცლად...

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდ ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

23/09/2017

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ ქალაქ ფოთში გამოავლინეს პირთა ჯგუფი, რომელიც უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით,  დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის – სიგარეტის  აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციას ახორციელებდა. გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის  ფაქტზე დაკავებულია ოთხი პირი, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციას 

ვრცლად...

ჩინეთი ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო ურთიერთობებს ამცირებს

23/09/2017

ჩინეთი ჩრდილოეთ კორეასთან ნავთობის სფეროში სავაჭრო ურთიერთობებს ამცირებს, ხოლო ტექსტილის შეძენაზე უარს აცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს. როგორც BBC-ი წერს აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურად იზოლაციაში მყოფ ჩრდილოეთ კორეისთვის სერიოზული დარტყმა იქნება და ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჩინეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად მიიღო. ტექსტილის ნაწარმის ექსპორტი ჩრდილოეთ 

ვრცლად...