საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდ ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

23/09/2017

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ ქალაქ ფოთში გამოავლინეს პირთა ჯგუფი, რომელიც უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით,  დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის – სიგარეტის  აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციას ახორციელებდა. გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის  ფაქტზე დაკავებულია ოთხი პირი, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციას 

ვრცლად...

შსს-მ მცხეთა-მთიანეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო

23/09/2017

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული გ.უ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს. სამართალდამცველებმა, მცხეთის რაიონის სოფელ ნაოზის საავტომობილო გზაზე, მხილებული პირის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანიდან, უკანონოდ მოპოვებული, დაახლოებით, 5 მ2 ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი 

ვრცლად...

ფიზიკური ზეწოლა “ევროპული საქართველოს” წევრებზე

22/09/2017

ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიას და მის მამას, ჯემალ ჭანტურიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სოფელში ჩამოხიეს პარტიის საარჩევნო პლაკატებიც . მამუკა ჭოხონელიძის თქმით, დაზარალებულები ხობის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან, სადაც მათი გამოკითხვა მიმდინარეობს. “ამ ტიპის ძალადობა შედეგია ხელისუფლების მრავალწლიანი პრაქტიკის, როცა მოძალადეებს დასჯის მაგივრად ახალისებენ, ხოლო პოლიტიკურ ოპონენტებს ფიზიკურად 

ვრცლად...

დეკანოზ გიორგი მამალაძის თქმით, ირაკლი მამალაძემ მას ციანიდის შეძენა რეალურ ფასზე უფრო ძვირად შესთავაზა

22/09/2017

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოთქმული სიტყვის აუდიოჩანაწერის გარკვეული ნაწილი „რუსთავი2“-მა მოიპოვა.  ჩვენებაში მამა გიორგი მამალაძე პროკურატურის მთავარ მოწმეს ტყუილში ადანაშაულებს. დეკანოზის თქმით, ირაკლი მამალაძემ მას ციანიდის შეძენა რეალურ ფასზე უფრო ძვირად შესთავაზა. თუმცა, დეკანოზის თქმით, ის არ დასთანხმდა მის წინადადებას. „ირაკლი მამალაძემ, როგორც კი გაიგო, რომ უკრაინაში ვერ ვიშოვე ნივთიერება, 

ვრცლად...

დეკანოზის გიორგი მამალაძის განცხადებით, საპატიმროში ის პროკურატურის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა

22/09/2017

მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის განცხადებით, საპატიმროში ის პროკურატურის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა. „კურიერმა“ დეკანოზის საბოლოო სიტყვის აუდიო ჩანაწერის კიდევ ერთი ნაწილი მოიპოვა. მისი თქმით, მას შვიდი თვის განმავლობაში ოჯახის წევრებთან კონტაქტი არ ჰქონდა. „თითქოს მე კრიტიკულ კითხვებს პასუხს არ ვცემდი, ფსიქოლოგიური ზეწოლაა, როდესაც მეშვიდე თვეა აკრძალული მაქვს ოჯახთან კავშირი, ეს იქნება სატელეფონო თუ სხვა საკომუნიკაციო წყარო,“ 

ვრცლად...

„ხანძრისგან დაზიანებული სამების ტაძრის რეაბილიტაციაზე მეუფე იაკობის მიერ დაქირავებული კომპანია მუშაობდა და თანხებსაც ის განაგებდა“

22/09/2017

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ სასამრთლოზე წარმოთქმული საბოლოო სიტყვის აუდიოჩანაწერს „რუსთავი2“ ავრცელებს. ჩანაწერში დეკანოზი გიორგი მამალაძე ამბობს, რომ ხანძრისგან დაზიანებული სამების ტაძრის რეაბილიტაციაზე მეუფე იაკობის მიერ დაქირავებული კომპანია მუშაობდა და თანხებსაც ის განაგებდა. „რადგან მე სამების ტაძრის სარეაბილიტაციო კომისიის წევრი ვიყავი, ამაზე დაყრდნობით ბრალდება 2 მილიონი ლარის მითვისებას მაბრალებდა, აღსანიშნავია ისიც, რომ მე 

ვრცლად...

საგამოძიებო სამსახურმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დაკავა

22/09/2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ადასტურებს, რომ უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს შორის ფოთის საკრებულოს დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ მალხაზ ბუკიაც არის. ამის შესახებ News.ge-ს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, უახლოეს დღეებში საქმეზე დამატებითი ინფორმაცია გავრცელდება. არ არის გამორიცხული გავრცელდეს შესაბამისი ვიდეო მასალაც. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, 

ვრცლად...

„პატრიოტთა ალიანსში“ თანაპარტიელის დაკავებას ადგილობრივ არჩევნებს უკავშირებენ

22/09/2017

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ფოთის საკრებულოს დეპუტატის მალხაზ ბუკიას დაკავების ფაქტს პარტიაში გამოეხმაურა.  „პატრიოტთა ალიანსის“ ფოთის საარჩევნო შტაბის უფროსის მამუკა გობეჩიას განცხადებით, თანაპარტიელის დაკავება ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება და ხელისუფლება ძლიერი კონკურენტის ჩამოშორებას ცდილობს. „როგორც მეუბნებიან, დაკავების ოქმი არ არსებობს და არ არის აღნიშნული დაკავების დროს, აქედან გამომდინარე, თვითონ ეს მიუთითებს იმ ფაქტს, რომ არის რაღაც უკანონობა 

ვრცლად...

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

22/09/2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში, პირთა ჯგუფის მიერ, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უცხოური წარმოების ჯამში 160 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 416 000 ლარს შეადგენს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 

ვრცლად...

საქართველოს პროკურატურა უკანონოდ მსჯავრდებული 14 პირის საქმეს გადასინჯავს

22/09/2017

 საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული 14 მსჯავრდებულის მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ საქართველოს მტავარი პროკურატურის განცხადებაში წერია. „საქმე ეხება 2006 წლის სექტემბერში კონსტიტუციური უსაფრთხოების  დეპარტამენტის მიერ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩატარებულ სპეცოპერაციას, რასაც შედეგად მოჰყვა პოლიტიკური პარტიების: „XXI-ე საუკუნე – ენა, მამული, სარწმუნოების”, ,,სამართლიანობის”, ,,იმედის” და ,,კონსტიტუციურ-მონარქისტული პარტიის” წევრების მასშტაბური უკანონო  დაკავებები, ხოლო შემდეგ უკანონო მსჯავრდებები. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენით, 

ვრცლად...