ტრამპმა “გოლდენ სტეიტის” კალათბურთელებთან შეხვედრა გააუქმა

23/09/2017

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონ “გოლდენ სტეიტის” თეთრ სახლში მიღება გააუქმა. ამის შესახებ მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა. “თეთრ სახლში ვიზიტი – დიდი პატივია ჩემპიონი გუნდისთვის. სტივენ კარი კი ყოყმანობს, ამიტომაც, ჩვენი მოწვევა გაუქმებულია”, – დაწერა ტრამპმა.

საგანგებო ბრიფინგი მარნეულში მომხდარ თავდასხმაზე

23/09/2017

მარნეულში მომხდარ ინციდენტს საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება ევროპული საქართველო. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური გამოძიების არანაირი მოლოდინი არ არსებობს, მიმართავს და აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ პარტია ყველა კანონიერი ხერხით დაიცავს მარნეულის რაიონში ხმებს და ხელისუფლებას გაყალბების საშუალებას არ მისცემს. პარტიის ლიდერი გიგი უგულავა და მარნეულში მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი აცხადებენ, რომ წინა 

ვრცლად...

კახა კალაძე: „ამბიცია მაქვს, რომ 4 წლის შემდეგ თბილისი განსხვავებული იყოს“

23/09/2017

„ოთხი წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა და დღესაც აქტუალურია, თუმცა, ჩემს გუნდთან ერთად, იმის ამბიცია მართლაც მაქვს, რომ 4 წლის თავზე თბილისი იყოს განსხვავებული და ყველასათვის ხელშესახები იყოს ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ”, – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, გარდა ეკოლოგიის, ტრანსპორტის და 

ვრცლად...

მარიამ ჯაში ნიუ-იორკში „მსოფლიო განათლების სერვისების” დირექტორს შეხვდა

23/09/2017

ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული დიანა ჟღენტი World Education Service (WES) გენერალურ დირექტორს – მარიამ ასეფას შეხვდნენ. აღნიშნული ორგანიზაცია 42 წელია მუშაობს მსოფლიო მასშტაბით სტუდენტებისა და პროფესიონალების განათლების კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხების საერთაშორისო შეფასებასა და აღიარებაზე. კვალიფიკაციის საერთაშორისო აღიარება კი ეხმარება სტუდენტებსა 

ვრცლად...

კახა კალაძე: „საკუთრების დაკანონების პრობლემა, რომელიც დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, იქნება მოგვარებული“

23/09/2017

„ადამიანები ორი ათეული წელია ცხოვრობენ აქ, თაობები გაიზარდნენ ამ ოჯახებში და ისინი ვერ ახერხებენ ბინების დაკანონებას. ეს მართლაც სამწუხარო ფაქტია. როგორც კი გავხდები თბილისის მერი, იმ დღიდანვე დავიწყებ ამ პრობლემის მოგვარებას” – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონის N35 კორპუსის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი იმ ოჯახების 

ვრცლად...

Reuters-ი: რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისას თავდასხმები 21 შტატზე განახორციელეს

23/09/2017

2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის მხრიდან ჰაკერული თავდასხმები 21 შტატზე განხორციელდა. აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინიტროზე დაყრდნობით, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საუბარია ალაბამას, ალიასკის, არიზონას, კალიფორნიის, კოლორადოს, კონექტიკუტის, დელავერის, ილიონისისის, აიოვას, მერილენდის, მინესოტას, ჩრდილოეთ დაკოტის, ოკლაჰომას, ორეგონის, ტეხასისა ვისკონსინი, ოჰაიო, ფლორიდა, პენსილვანია და კალიფორნიის შტატებზე. მედიის ცნობით, ჰაკერებმა ერთ-ერთი შტატის საარჩევნო ინფრასტრუქტურის ბაზაში ამომრჩეველთა 

ვრცლად...

მარნეულში „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

23/09/2017

ფიზიკური ზეწოლის მორიგი ფაქტი მოხდა რამდენიმე წუთის წინ მარნეულში. ქართული ოცნების კანდიდატი სოფელ სადახლოში როვშან ისკანდაროვი თანმხლებ პირთან, მარნეულის გამგეობის თანამშრომელთან მუხამედალ ბედიევთან ერთად თავს დაესხა ევროპული საქართველოს მაჟორიტარ კანდიდატს ალი მამედოვს, რომელიც ფიზიკური დაზიანებებით გადაყვანილია საავადმყოფოში. სამართალდამცავების ცნობით, ფიზიკური დაპირისპირების საფუძველი ურთიერთშელაპარაკება გახდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.

სოფო კილაძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში სიტყვით გამოვიდა

23/09/2017

სოფო კილაძე ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა. ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პარლამენტის როლზე უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის რეკომენდაციების შესრულების პროცესში. სოფო კილაძემ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ შეიქმნა ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას, მათ 

ვრცლად...

ჩინეთი ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო ურთიერთობებს ამცირებს

23/09/2017

ჩინეთი ჩრდილოეთ კორეასთან ნავთობის სფეროში სავაჭრო ურთიერთობებს ამცირებს, ხოლო ტექსტილის შეძენაზე უარს აცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს. როგორც BBC-ი წერს აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურად იზოლაციაში მყოფ ჩრდილოეთ კორეისთვის სერიოზული დარტყმა იქნება და ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჩინეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად მიიღო. ტექსტილის ნაწარმის ექსპორტი ჩრდილოეთ 

ვრცლად...

კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

23/09/2017

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ლატვიის იუსტიციის მინისტრ დზინტარს რასნაჩსა და ლატვიის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო სტრუქტურების წარმომადგენლებისაგან შემდგარ დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრის მთავარ საკითხებს საქართველოს მიერ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროებში გატარებული და დაგეგმილი რეფორმების გაცნობა, ასევე ლატვია-საქართველოს პარტნიორული კავშირების გაღრმავება წარმოადგენდა. კახა კახიშვილმა დელეგაციას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის 

ვრცლად...