ტრამპმა “გოლდენ სტეიტის” კალათბურთელებთან შეხვედრა გააუქმა

23/09/2017

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონ “გოლდენ სტეიტის” თეთრ სახლში მიღება გააუქმა. ამის შესახებ მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა. “თეთრ სახლში ვიზიტი – დიდი პატივია ჩემპიონი გუნდისთვის. სტივენ კარი კი ყოყმანობს, ამიტომაც, ჩვენი მოწვევა გაუქმებულია”, – დაწერა ტრამპმა.

მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

23/09/2017

მექსიკაში განმეორებითი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრე 6,2 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ოახასას შტატში დაფიქსირდა. CBS-ის ინფორმაციით, განმეორებითი მიწისძვრა ქვეყნის დედაქალაქშიც მოხდა. სეისმოლოგების ინფორმაციით, რიხტერის შკალის მიხედვით მიწისძვრის სიმძლავრე 4.1-დან 5.8-მდე მერყეობდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. 19 სექტემბერს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში მომხდარ მიწისძვრას 2490-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კვირის 

ვრცლად...

Reuters-ი: რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისას თავდასხმები 21 შტატზე განახორციელეს

23/09/2017

2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის მხრიდან ჰაკერული თავდასხმები 21 შტატზე განხორციელდა. აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინიტროზე დაყრდნობით, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საუბარია ალაბამას, ალიასკის, არიზონას, კალიფორნიის, კოლორადოს, კონექტიკუტის, დელავერის, ილიონისისის, აიოვას, მერილენდის, მინესოტას, ჩრდილოეთ დაკოტის, ოკლაჰომას, ორეგონის, ტეხასისა ვისკონსინი, ოჰაიო, ფლორიდა, პენსილვანია და კალიფორნიის შტატებზე. მედიის ცნობით, ჰაკერებმა ერთ-ერთი შტატის საარჩევნო ინფრასტრუქტურის ბაზაში ამომრჩეველთა 

ვრცლად...

ჩრდილოეთ კორეაში მიწისძვრა მოხდა

23/09/2017

ჩრდილოეთ კორეაში, ბირთვული პოლიგონის მახლობლად 3,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ BBC-ი ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრზე დაყრდნობით იტყობინება. ბიძგები 3 სექტემბერს ჩატარებული ბირთვული ცდის ადგილიდან 50 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. პეკინში ვარაუდობენ, რომ ბიძგები შესაძლოა კიმ ჩენ ინის რეჟიმის მიერ ბირთვული პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ცდებს გამოეწვია. ჩინეთის სეისმოლოგიური სადგურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთით, ხამგიონ-პუქტოში დაფიქსირდა, 

ვრცლად...

ჩინეთი ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო ურთიერთობებს ამცირებს

23/09/2017

ჩინეთი ჩრდილოეთ კორეასთან ნავთობის სფეროში სავაჭრო ურთიერთობებს ამცირებს, ხოლო ტექსტილის შეძენაზე უარს აცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს. როგორც BBC-ი წერს აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურად იზოლაციაში მყოფ ჩრდილოეთ კორეისთვის სერიოზული დარტყმა იქნება და ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჩინეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად მიიღო. ტექსტილის ნაწარმის ექსპორტი ჩრდილოეთ 

ვრცლად...

პუერტო რიკოში ქარიშხალმა „მარიამ“ კაშხალი დააზიანა

23/09/2017

პუერტო რიკოში კაშხლის დაზიანების გამო, რამდენიმე ქალაქში ევაკუაცია გამოცხადდა. კაშხალი ქარიშხალმა „მარიამ“ დააზიანა, რომელმაც კუნძულს გადაუარა. ამინდის ეროვნული სამსახური წყალდიდობის საფრთხეს პროგნოზირებს. ევაკუაციის ბრძანება ქალაქებმა – იზაბელამ და ქუებრადილასმა მიიღეს. მოსახლეობის ევაკუაცია ავტობუსებით მიმდინარეობს. ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ წყალდიდობის საშიშროების გამო, თავი შემაღლებულ ადგილებს შეაფარონ. კაშხალი 1920-იან წლებში აშენდა და მის წყალს კუნძულზე უმთავრესად მოსარწყავად 

ვრცლად...

ფეისბუქი პოლიტიკურ რეკლამებთან დაკავშირებით ცვლილებებს გეგმავს

23/09/2017

ფეისბუქი, პოლიტიკურ რეკლამებთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელებას აპირებს. შესაბამისს განცხადებას, ფეისბუქის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი აკეთებს. მისი თქმით, ფეისბუქის გუნდი აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის სახელმწიფოსთან და შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმესთან დაკავშირებით ინდივიდუალურ კვლევას ახორციელებს. სოციალური ქსელი Facebook-ი პოლიტიკური რეკლამის წყაროს მონიშნავს და მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს დაინახონ, რა სახის სარეკლამო განცხადებებს ათავსებს ესა თუ ის პოლიტიკური ორგანიზაცია 

ვრცლად...

” ჩვენ გვაქვს ძალა რომ შევცვალოთ მსოფლიო “

22/09/2017

მაგნუმის ფოტოგრაფების ჩანაფიქრი იყო კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირევით ეჩვენებინათ იმედისა და მდგრადობის ისტორიები ფოტორეპორტაჟის სახით . UNEP- ის მხარდაჭრით  ფოტოგრაფებმა მსოფლიოს გარშემო იმოგზაურეს და გვანახეს კლიმატის ცვლილებები პროექტზე მუშაობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სურათები აჩვენებს  , რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს აქვთ ძალა , რომ შეცვალონ მსოფლიო უკეთესობისაკენ და ააშენონ მდგრადი მომავალი . პროექტის პრეზენტაცია მოხდა საფრანგეთში ქალაქ 

ვრცლად...

თბილისში NASA-ს ინჟინრები ჩამოდიან

22/09/2017

სექტემბრის ბოლოს საქართველოს NASA-ს მეცნიერები ეწვევიან და საჯარო ლექციებს ჩაატარებენ : ჯონ კასანი და მარსის პროგრამის მთავარი ინჟინერი რობ მენინგი. . მეცნიერები საქართველოს “ჩაკრულოს კვირეულის“ ფარგლებში ესტუმრებიან, რომელიც  NASA-ს ორი კოსმოსური ხომალდის, ვოიაჯერ 1-ისა და ვოიაჯერ 2-ის კოსმოსში გაშვების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებათა ფარგლებში ტარდება. კვირეულის ორგანიზატორები არიან აშშ-ის საელჩო საქართველოში და მეცნიერების და 

ვრცლად...

ჩრდ. კორეიდან გამოქცეული გოგონას ემოციური ისტორია

22/09/2017

​ინტერნეტში ჩრდილოკორეელი გოგონას საჯარო გამოსვლა ვრცელდება რომელიც გოგონამ სიტყვა “One Young World”-ის ფორუმზე წარმოთქვა. გოგონა ფორუმზე სიტყვით 2014 წელს გამოვიდა და ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრების წლები გაიხსენა. თუმცა, ვიდეო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში დღეს მოექცა და გოგონას გამოსვლის სრული ტექსტი ინტერნეტში გავრცელდა.    ​ვიდეოს სოციალურ ქსელში 70 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.  “მე, 1993 წელს დავიბადე და 

ვრცლად...