თბილისში ამერიკელი ფოტოგრაფის ედუარდ კურტისის გამოფენა მიმდინარეობს

23/09/2017

თბილისში ამერიკელი ფოტოგრაფის ედუარდ კურტისის გამოფენა მიმდინარეობს. პროექტი ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელები: დედა- მიწა, ტრადიცია და რიტუალები თბილისის სამ მუზეუმში გამოიფინა. დედა-მიწა ედუარდ შერიფ კურტისმა ჯერ კიდევ 100 წლის წინ აღმოაჩინა ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის – იმ დროისთვის „გადაშენების გზაზე მდგომ რასად“ მიჩნეული ხალხების – ყოფისა და კულტურის სიმდიდრე და მრავალფეროვნება. თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენა 

ვრცლად...

ხელოვნების ფესტივალი „კამერა ობსკურა: ბერლინი – თბილისი“ ფაბრიკაში საზეიმოდ დაიხურება

23/09/2017

23 სექტემბერს 18:00 საათიდან ფაბრიკაში ხელოვნების ფესტივალის „კამერა ობსკურა: ბერლინი – თბილისი“ საზეიმო დახურვა გაიმართება. ღია ცის ქვეშ ქართული-გერმანულ საღამოზე, რომელიც თბილისისა და ბერლინის მეგობრობას ეძღვნება, პირველად გაიმართება ახლად შექმნილი ქართულ-გერმანული ჯაზ-კვინტეტის კონცერტი რეზო კიკნაძის (საქსაფონი), მანფრედ ბრიუნდლის (ბასი), მათიას ლინდერმაიერის (საყვირი), ლუკა თოფურიას (კლავიში), ირაკლი ჭოლაძის (დასარტყამი ინსტრუმენტები) შემადგენლობით. ჯაზ-კვინტეტის კონცერტამდე, ფაბრიკის ტერიტორია დაერთმობა 

ვრცლად...

დავით გარეჯის უდაბნოში არტეფაქტებს მიაკვლიეს

22/09/2017

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტაციო არქეოლოგიური სამუშაოებისას, შუა საუკუნეების დროინდელ სპილენძის სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს. სპილენძის ჭურჭელი თითქმის დაუზიანებლად არის შემორჩენილი. აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნოდარ ბახტაძე ავრცელებს. არსებული ვარაუდით, სატრაპეზოს კუთვნილი ეს განძი მონასტრის საძმოს წევრებმა საქართველოს ამ მხარეში მე-17 საუკუნის დასაწყისში, ირანელი დამპყრობლების ლაშქრობის დროს 

ვრცლად...

ქართველი დიზაინერები Vogue-სა და Swarovski-ს პროექტში მოხვდნენ

21/09/2017

ორი ქართული ბრენდი Vogue Talents-ის კონკურსში მოხვდა, რომელიც Vogue-სა და Swarovski-ს ერთობლივი პროექტია. კონკურსში დიზაინერი გიორგი ქებურია და MACH & MACH-ის მოდის სახლი მონაწილეობს, რომელშიც დიზაინერი დები გვანცა და ნინა მაჭარაშვილები არიან. Vogue Talents-ის მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ Swarovski-თ გაფორმებული სამოსი. საუკეთესო ნამუშევრები Vogue-სა და Swarovski-ის ერთობლივ კოლექციაში შევა. კოსტუმების ჩვენება მილანის მოდის კვირეულზეც არის დაგეგმილი.   MACH & MACH X SWAROVSKI collaboration handcrafted crystallized 

ვრცლად...

ვუდი ალენის ახალი ფილმის პირველი პოსტერი და ფოტოები

20/09/2017

რეჟისორ ვუდი ალენის ახალი ფილმი, Wonder Wheel, 2017 წლის პირველ დეკემბერს გამოვა. კინოსურათის სიუჟეტი 1950-იანი წლების ნიუ-იორკში ხდება, მთავარ როლებს კი ქეით უინსლეტი და ჯასტინ ტიმბერლეიკი ასრულებენ. ქეით უინსლეტის გმირს, ჯინს, მაშველი შეუყვარდება, რომლის როლსაც ჯასტინ ტიმბერლეიკი ასრულებს.     ვუდი ალენი ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, კომედიანტი, მწერალი და მუსიკოსია, რომლის უამრავმა ნაშრომმა და ორიგინალურმა სტილმა მას თანამედროვე კინემატოგრაფიაში 

ვრცლად...

მარიშა ურუშაძე Gucci-ს ექსკლუზიური მოდელი გახდა

20/09/2017

ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძე Gucci-ს ექსკლუზიური მოდელი გახდა. ამ ინფორმაციას  1tv-ი  ავრცელებს. მილანის მოდის კვირეულზე GUCCI-ს გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექციის ჩვენება ცოტა ხნის წინ დასრულდა. ჩვენებაში მარიშა ურუშაძე ექსკლუზიური მოდელის სტატუსით გამოვიდა. შესაბამისად, კონკრეტულ მოდის კვირეულზე მოდელს არ აქვს უფლება სხვა ბრენდების ჩვენებებში მიიღოს მონაწილეობა. ექსკლუზივი მხოლოდ მილანის მოდის კვირეულს მოიცავს და არ შეეხება სხვა მოდის კვირეულებს, 

ვრცლად...

კლოდ აზულე: “მე ვიღებ ადამიანს, მის ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს”

20/09/2017

აბსურდული იქნებოდა მტკიცება, კლოდ აზულემ ჟურნალ Paris-Match-ში გაიკეთა კარიერაო, რადგან Paris-Match-ში კარიერას არ იკეთებენ, მისით ცხოვრობენ. კლოდ აზულემ ომის შემდეგ დაამთავრა ლიცეუმი, მაშინ საფრანგეთი აღორძინების გზას ადგა. ის გახდა ნაწილი ჟურნალის სამყაროსი, რომლის მიზანი იყო მთელი მსოფლიოს წარმოჩენა და ეტალონად ქცევა. Paris-Match-მა თავი მოუყარა სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანებს, რომელთაც ერთი რამ აერთიანებდათ  სამყაროს განსაკუთრებული აღქმა 

ვრცლად...

დე/DE

19/09/2017

გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის ფარგლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება.: კომპანია The Intergalactic Research Institute for Sound წარმოადგენს ახალ ვინილს – დე/DE. ვინილში თავმოყრილია გერმანიასა და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების ელექტრონული მუსიკის კომპოზიციები – რეზო ღლონტი – Mentors, MYI – And they Lost, ირაკლი – Forgotten Melodies, ნატალი ბერიძე TBA – Waves Future, 

ვრცლად...

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში

19/09/2017

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე განაგრძობს მეზობელ ქვეყნებში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონახულებას, მათი  მდგომარეობის ადგილზე გაცნობის, შეფასებისა და ასევე, ძეგლების  სარეაბილიტაციო საკონსერვაციო სამუშაოებში, ქართული მხარის ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით.   20-22 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი 

ვრცლად...

კვიპროსის რესპუბლიკაში ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართა

18/09/2017

კვიპროსის რესპუბლიკაში ქართული კულტურის ფესტივალი 13-15 სექტემბერს გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, ქალაქებში ლიმასოლი, პაფოსი და ნიქოზია გაიმართა ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების” ახალგაზრდა თაობის ჯგუფისა და ამირან შალიკაშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის წარმოდგენები. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით,  კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა რევაზ ლომინაძემ  და კვიპროსის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, კოსტას კადისმა ერთობლივი პრესკონფერენცია 

ვრცლად...