გომბორის ქედის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია

23/09/2017

გომბორის ქედის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ news.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია ხმელი ბალახი, ბუჩქნარი. მათივე ცნობით, ტყის მასივი მთლიანად გადარჩენილია.    

ტრამპმა “გოლდენ სტეიტის” კალათბურთელებთან შეხვედრა გააუქმა

23/09/2017

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონ “გოლდენ სტეიტის” თეთრ სახლში მიღება გააუქმა. ამის შესახებ მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა. “თეთრ სახლში ვიზიტი – დიდი პატივია ჩემპიონი გუნდისთვის. სტივენ კარი კი ყოყმანობს, ამიტომაც, ჩვენი მოწვევა გაუქმებულია”, – დაწერა ტრამპმა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირის ნახევარფინალი დამარცხდა

23/09/2017

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის ნახევარფინალში ბენუა პერთან 6:1. 7:6(5) დამარცხდა. ბასილაშვილს რეალური შანსი ჰქონდა ამ სეზონში პირველად გასულიყო ATP-ის ტურნირის ფინალში. ნიკოლოზის მეტოქე მსოფლიოს 41-ე ჩოგანი, ფრანგი ბენუა პერი იყო. მეორე სეტში ქართველ ჩოგბურთელს ჰქონდა მცირე უპირატესობა. მან დაალაგა საკუთარ მოწოდებაზე თამაში და ბრეიკ-პოინტებამდე არ უშვებდა მეტოქეს, თავად კი ორ-ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა მეხუთე და მეშვიდე 

ვრცლად...

კახა კალაძე: „ამბიცია მაქვს, რომ 4 წლის შემდეგ თბილისი განსხვავებული იყოს“

23/09/2017

„ოთხი წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა და დღესაც აქტუალურია, თუმცა, ჩემს გუნდთან ერთად, იმის ამბიცია მართლაც მაქვს, რომ 4 წლის თავზე თბილისი იყოს განსხვავებული და ყველასათვის ხელშესახები იყოს ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ”, – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, გარდა ეკოლოგიის, ტრანსპორტის და 

ვრცლად...

მარიამ ჯაში ნიუ-იორკში „მსოფლიო განათლების სერვისების” დირექტორს შეხვდა

23/09/2017

ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული დიანა ჟღენტი World Education Service (WES) გენერალურ დირექტორს – მარიამ ასეფას შეხვდნენ. აღნიშნული ორგანიზაცია 42 წელია მუშაობს მსოფლიო მასშტაბით სტუდენტებისა და პროფესიონალების განათლების კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხების საერთაშორისო შეფასებასა და აღიარებაზე. კვალიფიკაციის საერთაშორისო აღიარება კი ეხმარება სტუდენტებსა 

ვრცლად...

ვაჟა-ფშაველას გამზირზე კილომეტრიანი ხეივნის კეთილმოწყობა დასრულდა

23/09/2017

ვაჟა-ფშაველას გამზირზე გზის გამყოფ ზოლზე კილომეტრიანი ხეივნის კეთილმოწყობა დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გიორგი წერეთელთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო. რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დაიგო ქვაფენილი, ტერიტორიაზე დამონტაჟდა 125 ცალი ლამპიონი, სრულად აღდგა განათების და მოეწყო სარწყავი სისტემები. გარდა ამისა, გზის 

ვრცლად...

მარნეულში „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

23/09/2017

ფიზიკური ზეწოლის მორიგი ფაქტი მოხდა რამდენიმე წუთის წინ მარნეულში. ქართული ოცნების კანდიდატი სოფელ სადახლოში როვშან ისკანდაროვი თანმხლებ პირთან, მარნეულის გამგეობის თანამშრომელთან მუხამედალ ბედიევთან ერთად თავს დაესხა ევროპული საქართველოს მაჟორიტარ კანდიდატს ალი მამედოვს, რომელიც ფიზიკური დაზიანებებით გადაყვანილია საავადმყოფოში. სამართალდამცავების ცნობით, ფიზიკური დაპირისპირების საფუძველი ურთიერთშელაპარაკება გახდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.

ჩრდილოეთ კორეაში მიწისძვრა მოხდა

23/09/2017

ჩრდილოეთ კორეაში, ბირთვული პოლიგონის მახლობლად 3,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ BBC-ი ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრზე დაყრდნობით იტყობინება. ბიძგები 3 სექტემბერს ჩატარებული ბირთვული ცდის ადგილიდან 50 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. პეკინში ვარაუდობენ, რომ ბიძგები შესაძლოა კიმ ჩენ ინის რეჟიმის მიერ ბირთვული პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ცდებს გამოეწვია. ჩინეთის სეისმოლოგიური სადგურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთით, ხამგიონ-პუქტოში დაფიქსირდა, 

ვრცლად...

როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი წყვილში ითამაშებენ (ფოტორეპორტაჟი)

23/09/2017

22-24 სექტემბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართება ლეგენდარულ ავსტრალიელი ჩოგბურთელ როდ ლეივერის თასი. ტურნირი პირველად ჩატარდება: მასში მონაწილეობას მიიღებს ექვს-ექვსი ჩოგბურთელისგან შემდგარი ორი გუნდი – ევროპის ნაკრები და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრები. გუნდი “ევროპა” : როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, ალექსანდერ ზვერევი, მარინ ჩილიჩი, დომინიკ ტიმი და ტომაშ ბერდიხი. გუნდი “მსოფლიო” : სემ კიურეი, ჯონ ისნერი, ნიკ კირგიოსი, 

ვრცლად...

შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია გამოცხადებული

23/09/2017

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 4 ბალიანი შტორმი. სანაპიროზე განთავსებულ სამაშველო საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია. მაშველები სანაპიროზე მყოფ მოქალაქეებსა და ტურისტებს მოუწოდებენ, რომ საშტორმო მდგომარეობის დასრულებამდე ზღვაში არ შევიდნენ.