საგანგებო ბრიფინგი მარნეულში მომხდარ თავდასხმაზე

23/09/2017

მარნეულში მომხდარ ინციდენტს საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება ევროპული საქართველო. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური გამოძიების არანაირი მოლოდინი არ არსებობს, მიმართავს და აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ პარტია ყველა კანონიერი ხერხით დაიცავს მარნეულის რაიონში ხმებს და ხელისუფლებას გაყალბების საშუალებას არ მისცემს. პარტიის ლიდერი გიგი უგულავა და მარნეულში მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი აცხადებენ, რომ წინა 

ვრცლად...

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა არამარტო ქართული საზოგადოება, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაც არაფრად ჩააგდოს“- გიორგი ვაშაძე

23/09/2017

„ერთობა- ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება. მისი განცხადებით, დასკვნა უარყოფითია და ნეგატიური გზავნილები როგორც ქართულ საზოგადოებაზე, ასევე „ქართულ ოცნებაზეც აისახება“. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუშინდელი ცრუ სიხარული, ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. „უდავოდ ძალიან სამწუხაროა“- ეს არის სიტყვები როგორ შეაფასა ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებები. სამწუხაროა, ის რომ „ქართულმა ოცნებამ“ სრულიად 

ვრცლად...

გიორგი ბირბიჩაძე: „კახა კალაძის პროგრამული ხედვა ქალაქის საჭიროებებს პასუხობს“

23/09/2017

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი ბირბიჩაძე დღეს ვაჟა–ფშაველას I კვარტალში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად რაიონში არსებულ სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრა. მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ არაერთი წარმატებული პროექტისა და პროგრამის განხორციელების მიუხედავად, ვაკის რაიონში გარკვეული საკითხები მაინც რჩება 

ვრცლად...

კახა კალაძე საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვა გააცნო

22/09/2017

ეკოლოგიური პოლიტიკის წარდგენის შემდეგ, კახა კალაძე საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა და თავისი პროგრამული ხედვა გააცნო. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ღონისძიებებს სამი მიმართულებით გეგმავს: პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია და ახალი მწვანე სივრცეების შექმნა; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება და განვითარება; მშენებლობის სტანდარტების დახვეწა ეკოლოგიის და უსაფრთხოების მიმართულებით. „სერიოზული პრობლემაა მშენებლობების მტვერი, ასევე, 

ვრცლად...

ინფორმაცია გარდაბნის საუბნო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

22/09/2017

გარდაბანში, სოფ.ლემშვენიერას #31 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში ჩამსხვრეულია ფანჯარა, ჩამოხეულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია (კედლის სია) და კომისიის განკარგულება. შემთხვევა დაახლოებით 18:30 წთ-ზე მოხდა. გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნულის შესახებ უკვე მიაწოდა ინფორმაცია საპატრულო პოლიციას და შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. საარჩევნო ადმინისტრაცია გმობს ნებისმიერი სახის ძალადობრივ ქმედებას და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი შემთხვევა 

ვრცლად...

კახა კალაძე: თბილისში არსებულ 1400-მდე სკვერის რეაბილიტაციას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა

22/09/2017

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში არსებულ 1400-მდე სკვერის რეაბილიტაციას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.ამის შესახებ მან დედაქალაქის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა და ამ მიმართულებით, თბილისში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. „დედაქალაქში დაახლოებით, 1400-მდე მცირე და საშუალო ზომის სკვერია და თუ ვნახავთ, არსებულ სკვერებში მართლაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა. 

ვრცლად...

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

22/09/2017

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, კიკვიძის სკვერში ადგილობრივ მოსახლეობას და ფართო საზოგადოებას   მაჟორიტარი დეპუტატობის ის 4 კანდიდატი გააცნო, რომელიც ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ ქუთაისში წარადგინა. ვაშაძის თქმით, წარდგენილი კანდიდატები გამოირჩევიან პატიოსნებითა და პროფესიონალიზმით. მერობის კანდიდატის განცხადებით, პარტიამ მაჟორიტარების წარდგენა საბოლოოდ დაასრულა და ახლა უკვე კარდაკარ სიარულის ეტაპზე 

ვრცლად...

„ეს ხალხი გვპირდება, რომ მომავალში, თბილისში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს“

22/09/2017

ზაჰესის ხიდთან „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი მივიდა. უდუმაშვილი ადგილზე ერთი თვის წინაც იმყოფებოდა, როდესაც ხიდდთან, უხვი ნალექის გამო, მიწა ჩამოიშალა. „მილიონი გადაუხადეს ავანსად კომპანიას, რომელსაც უნდა შეეკეთებინა ძველი ხიდი, ეს ფული გაქრა, შემდეგ გადაწყვიტეს ახალი ხიდის მშენებლობა, ეს ხიდი გახსნეს ზარ-ზეიმით, მეორე დღეს, ერთი მისასვლელი ჩაინგრა, ახლა ვხედავთ, რომ ხიდთან მეორე მისასვლელი გზა 

ვრცლად...

ელისაშვილმა ამომრჩეველს გუნდის მიერ შედგენილი ეკოლოგიის სტრატეგია გააცნო

21/09/2017

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დღეს ამომრჩევლებს საკუთარი გუნდის მიერ შედგენილი ეკოლოგიის სტრატეგია გააცნო. ელისაშვილმა იმ კონკრეტულ დაპირებებზე ისაუბრა, რასაც მერად არჩევის შემთხვევაში განახორციელებს:     პროგრამის მიხედვით, დედაქალაქში: ჯანსაღი ხეების მოჭრა იქნება აკრძალული და მკაცრად გაკონტროლებული, მოხდება პარკებისა და სკვერების ინვენტარიზაცია. დადგინდებ ა წითელი ხაზები. არსებული სარეკრეციო სივრცეების რაოდენობა გაოთხმაგდება, რაც გულისხმობს იმას, რომ დღეს 

ვრცლად...

კახა კალაძე სამგორის მოსახლეობას შეხვდა

21/09/2017

თბილისის ყველა რაიონი და უბანი თანაბრად უნდა განვითარდეს – ამის შესახებ დღეს სამგორის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას კახა კალაძემ განაცხადა.„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ბარბარეს უბნის, მოსკოვის გამზირის, აფრიკისა და ქაიროს დასახლებების მცხოვრებებს შეხვდა და ქალაქის განვითარების ხედვა გააცნო. „ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტია,  თანაბრად იგრძნოს განვითარება ყველა რაიონმა და ყველა უბანმა.  დედაქალაქი უნდა 

ვრცლად...