ყოფილი მოდელი თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორად დაინიშნა (ფოტოები)

ჰოუპ ჰიკსმა თეთრი სახლის კომუნიკაციების ხელმძღვანელის პოსტი ოფიციალურად დაიკავა, ამის შესახებ CNN იტყობინება.

29 წლის ჰიკსი, ამ თანამდებობამდე დონალდ ტრამპის მრჩევლის მოვალეობას ასრულებდა.

თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორის, ენტონი სკარამუჩის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ჰიკსი დროებით ასრულებდა დირექტორის მოვალეობებს, ახლა კი სწორედ აღნიშნული თანამდებობა  ყოფილმა მოდელმა ოფიციალურად დაიკავა.

ჰოუპ ჰიკსი, დიდი ხნის განმავლობაში, ივანკა ტრამპის კომპანიაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი იყო.

ჰიკსი 1988 წელს დაიბადა, მან  Greenwich High School დაამთავრა.

11 წლის ასაკში გოგონა სამოდელო ბიზნესში მოხვდა და რამდენიმე წიგნის ყრდაზე მისი ფოტო დაიბეჭდა.