ფეხბურთელმა მსაჯს პენალტის გაუქმება სთხოვა

მეორე ბუნდესლიგის კლუბის “ბოჰუმის“ კაპიტანმა, ფელიქს ბასტიანსმა მსაჯს სთხოვა, მისი წაქცევის გამო, ნუ დანიშნავდა პენალტს “დარმშტადტის“ კარში, რადგან მან წაქცევისას ისიმულიანტა.

 

 

“ბოჰუმი“ 0:1 აგებდა, როდესაც ბასტიანსი მოწინააღმდეგესთან კონტაქტის შემდეგ მეტოქის საჯარიმო მოედანზე წაიქცა. მსაჯმა პენალტი დანიშნა, რასაც “დარმშტადტის“ ფეხბურთელების პროტესტი მოყვა. მას შემდეგ, რაც ბასტიანსი სიმულაციაში გამოტყდა, მსაჯმა გადაწყვეტილება შეცვალა და არც ფეხბურთელი დაუსჯია ტყუილის გამო.

საბოლოოდ თამაში “ბოჰუმის“ გამარჯვებით – 2:1 დასრულდა