უბედურ შემთხვევას თელავში 35 წლის კაცი ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა მოხდა თელავში. შუამთის ტყეში 35 წლამდე კაცს ხე დაეცა და გარდაიცვალა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ის ხის მოჭრას ცდილობდა. დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.

გარდაცვლილს, რომელიც თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნის მაცხოვრებელი იყო,  ექსპერტიზა ჩაუტარდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.