საქალაქო სასამართლოში ირაკლი ფირცხალავას შვილი მოწმის სტატუსით იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების საქმის მოწმეზე სავარაუდო ზეწოლის და მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში ირაკლი ფირცხალავას შვილი მოწმის სტატუსით იკითხება.

ირინა ფირცხალავა მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე გუშინ დაიბარეს, თუმცა ფირცხალავას ოჯახი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და ამის გამო მან მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვა.

„დამირეკეს გუშინწინ პროკურატურიდან და მოვითხოვე, რომ დავეკითხე სასამართლოს მოსამართლის თანდასწრებით, რადგან ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ პროკურატურას და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ამომწურავი პასუხები გავცე მათ კითხვებზე. მე მოწმე მაბრალებს, რომ ვემუქრებოდი ლიკვიდაციით, რაც არის სრული სიცრუე, ამას ადასტურებს ჩანაწერი, რომელიც არის სრულიად უწყვეტი და სავარაუდოდ ამ საკითხთან დაკავშრებით დამისვამენ კითხვას“,-განაცხადა ირინა ფირცხალავამ.