სად ცხოვრობდნენ ყველაზე გავლენიანი მხატვრები

ხელოვანის სახლში სტუმრობა ყოველთვის განაკუთრებულია ,რადგან   დიდ ინტერესს იწვევს თუ რა დაგვხდება შიგნით .    სახლს ადამიანი თავისი გემოვნებით და განწყობით აწყობს, რაც ქვეცნობიერად განსაზღვრავს ადამიანის ფსიქოლოგიურ კომფორტს. ასე რომ, შერჩეული ინტერიერის მიხედვით ადამიანის პიროვნული თვისებების განსაზღვრა ძალიან ადვილია. მაგალითად :  ო’იკიფის სახლი ,რომელიც ნიუ მექსიკოშია უბრალო  და მინიმალისტურია, მონეს ფერადი და რომანტიული, როგორც მისი ნახატები  ხოლო  დალის  კი  სიურრეალისტური .

ჩვენ შეგვიძლია შევიხედოთ   ყველაზე გავლენიანი მხატვრების სახლებში :

 

კლოდ მონე-  ჟივერნი (საფრანგეთი)

იმპრესიონიზმის და ზოგადად კლოდ მონეს შემოქმედების მოყვარულებმა ერთხელ მაინც უნდა მოინახულონ მხატვრის ცნობილი ბაღები პარიზთან ახლოს, რომლის ტირიფებში ჩაძირული იაპონური ხიდები პატარა ტბებთან, წლის ნებისმიერ სეზონზე ულამაზესი სანახავია. ტურისტებს მონეს სახლ-მუზეუმის სტუმრობაც შეუძლიათ, რომელიც ზუსტად იმავე მდგომარეობაშია შემონახული, როგორშიც თავად მხატვარი ცხოვრობდა. მონეს სახლი ისეთივე ფერადია ,როგორც მისი ნამუშევრები.

ჯორჯია ო კიფი   –  ახალი მექსიკა (ამერიკის შეერთებული შტატები )

ჯორჯია ო კიფი დიდი ხანი ცდილობდა ამ სახლის შეძენას , საბოლოოდ მან სახლი 15 წლის შემდეგ 1945 წ ელს  იყიდა 10 $ -ად  .

 

 პიერო და ბარნაბა  ფორნასეტი -( მილანი, იტალია)

ბარნაბა, პიეროს ერთადერთო შვილია ის მე-20 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ინტერიერის დიზაინერად არის მიჩნეული .  სახლი თავიდან მამის გემოვნებით იყო მოწყობილი ,მაგრამ პიეროს  გარდაცვალების შემდეგ   ბარნაბამ  ცვლილებები შეიტანა სახლის დიზაინში .

 

ლეონარდო და ვინჩი  – Château du Clos Lucé ,საფრანგეთი

ლეონარდო და ვინჩიმ  თავისი ცხოვრების ბოლო სამი  წელი (1516-1519) საფრანგეთში გაატარა . ის საფრანგეთის მეფის სტუმარი იყო და მისი თქმით ის სასახლეში სამ ნახატზე მუშაობდა .  როგორც ცნობილია და ვინჩის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ”მონა ლიზას” პორტრეტი,   მან  საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა და ”ჯოკონდას” სახელითაა ცნობილი.

ჟან კოკტუ- საფრანგეთი 

1950 წელს, ჟან კოკტუ ,რომელსაც  ფილმის გადაღებები ახალი დასრულებული ჰქონდა , შეხვდა პარიზულ საზოგადოებას, რომელებმაც მას დასვენება ურჩიეს,  ამიტომ კოკტუმ შვებულების გატარება ვილაზე გადაწყვიტა .  კოკტუმ თავისი ვილის შეცვლა დაიწყო და იქაურობის  მოხატვას შეუდგა,   ის   ექვსი თვის განმავლობაში იმყოფებოდა  ვილაზე .   დღეს ეს ადგილი ცნობილია   სახელით  ,,ტატუირებული ვილა”.

ფრიდა კალო – მეხიკო, მექსიკა

ფრიდამ მთელი ცხოვრება ამ სახლში გაატარა.   ის  დიეგო რივერასთან ერთად “ლურჯ სახლში” ცხოვრობდა . სახლი ტრადიციული, აცტეკური სტილით არის გაფორმებული, მაღალი ფანჯრებითა და კაქტუსებით დამშვენებული ბაღით. მათი გარდაცვალების შემდეგ “ლურჯი სახლი” ფრიდას სახლ-მუზეუმად იქცა.

სალვადორ დალი – პორტ ლიგატი, ესპანეთი

სალვადორ დალის სახლი  თავიდან  გამოიყურებოდა, როგორც მეთევზეს ქოხი , მაგრამ  40 წლის შემდეგ მან  სახლი გაარემონტა. მისი სახლი სურრეალისტური და ექსცენტრიულია.

სახლში  გიგანტური კვერცხის ხელოვნების ნაგებობებია მიმოფანტული,  რომელიც  აღორძინების სიმბოლოა.

ანრი  მატისი – ნიცა, საფრანგეთი

ანრი მატისი (Henri Matisse; 31 დეკემბერი, 1869 – 3 ნოემბერი, 1954) — ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე, ფოვიზმის მიმდინარეობის ლიდერი. განთქმულია მისეული ფერისა და ფორმის მეშვეობით ემოციის ასახვის ტექნიკით. მხატვარზე დიდი  შთაბეჭდილება მოახდინა ცის და ზღვის ცის ფერმა, ბუნების სიმწვანემ  და ფრანგული ქალაქის ფერებმა.