სააკაშვილი ლვოვში წიგნის ფესტივალზე გამოჩნდა

მიხეილ სააკაშვილი ლვოვში სასტუმროდან „გაუჩინარების“ შემდეგ ლვოვში წიგნის ფესტივალზე გამოჩნდა. სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, მან უკრაინელი ავტორების რამდენიმე წიგნი შეიძინა. ფესტივალზე ის ლვოვის მერს ანდრეი სადოვისაც შეხვდა.

როგორც სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან ღამე კერძო სახლში გაატარა, რომელიც მას მხარდამჭერებმა შესთავაზეს.

უკრაინული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტი ამჟამად ქალაქ ჩერნოვციში მიემართება.  ჩერნოვციში გაგმზავრება მან ჯერ კიდევ გუშინ დააანონსა.