სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიცია ჯერ-ჯერობით არ მოხდება

უკრაინიდან საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექტრადიცია მანამდე არ მოხდება, სანამ საქართველოს სასამართლო მას განაჩენს არ გამოუტანს. ამის შესახებ უკრაინულ ტელეკომპანია „112“-ს უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე დენის ჩერნიშევმა განუცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების საფუძველი ჯერ-ჯერობით არ არსებობს, რადგან საქართველოში მის წინააღმდეგ განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ.

უკრაინაში არაფერი არ მომხდარ, გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა საზღვარი გადაკვეთა. ის დოკუმენტები, რომლებიც ჩვენთან და გენერალურ პროკურატურაში მოვიდა, მიუთითებენ იმაზე, რომ საქართველოში სააკაშვილთან მიმართებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ეს არ არის ექსტრადიციის ეტაპი და მასში იუსტიციის სამინისტრო მონაწილეობას არ იღებს“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, სააკაშვილს აქვს უფლება მიმართოს უკრაინის სასამართლოს და გაასაჩივროს პრეზიდენტის ბრძანება მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.