პრემიერმინისტრმა აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ ამომრჩევლებს აჭარის რეგიონში მერობის კანდიდატები წარუდგინა.

ბათუმის მერობისთვის აჭარის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ლაშა კომახიძე იბრძოლებს. ხულოში მერობის კანდიდატია გოჩა მელაძე, შუახევში ფრიდონ ფუტკარაძე, ქედაში ლევან გორგილაძე, ხელვაჩაურში-ჯუმბერ ვარდმანიძე, ქობულეთში კი მირიან ქათამაძე.

პრემიერ მინისტრმა აჭარაში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.