მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები გაერო-ს „მკვლელი რობოტების“ შესახებ მიმართავენ

მსოფლიოს 100-მდე წამყვანი ექსპერტი ხელოვნურ ინტელექტში გაერო-ს მიმართვას, რომ მიიღოს ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული „მკვლელი რობოტების“ შექმნა. ექსპერტებს შორის არის მილიარდერი ილონ მასკიც, რომელიც „ომის წარმოებაში მესამე რევოლუციის“ შესახებ წერს. ექსპერტების თქმით, „ლეტალური ავტონომიური“ ტექნოლოგიების განვითარება არის „პანდორას ყუთი“ და საჭიროა დროული მოქმედება მის წინააღმდეგ.

ექსპერტები გაერო-ს მიმართავენ, რომ აიკრძალოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შეიარაღების მართვაში.

„თუ ასეთი სისტემები შეიქმნა, ომის მასშტაბები არნახულად გაიზრდება და ეს მოხდა იმაზე სწრაფად, ვიდრე ადამიანებს წარმოუდგენიათ“, – წერია ექსპერტების განცხადებაში. მათივე თქმით, თუ „პანდორას ყუთი“ გაიხსნა, მისი დახურვა ძალიან რთული იქნება. ისინი მოითხოვენ, რომ „მორალურად მცდარი“ ტექნოლოგიები აკრძალული იყოს გაერო-ს ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ კონვენციის ფარგლებში.

რა არისმკვლელი რობოტი“? 

მკვლელი რობოტი“ არის სრულია ავტონომიური იარაღი, რომელსაც შეუძლია მიზნის ამორჩევა და მასთან ბრძოლა ადამიანის ჩარევის გარეშე. ასეთი რობოტი ჯერ-ჯერობით არ არსებობს, თუმცა ხელოვნური ინტელექტის განვითარება ასეთი იარაღის არსებობის შესაძლებლობას ზრდის.