მომენტი , რომელმაც შეცვალა პაბლო პიკასო

1906 წელს პაბლო პიკასოს ცხოვრებაში განსხვავებული და  ახალი პერიოდი იწყება : მოგზაურობის, რადიკალური ცვლილებებისა და  ახალი გამოწვევების ეტაპი. სწორედ ამ დროს, მეგობრის რჩევით დაინტერესებული პიკასო უძველეს კატალონიურ სოფელ გოზოლში, მეგობარ ქალთან, ფერნანდა ოლივიესთან  ერთად  ჩადის. პარიზულ ხელოვნებას გაქცეულმა პიკასომ, გოზოლოში საკუთარი შემოქმედების მკვეთრი ცვლილება დაიწყო და ეს ყველაფერი მის ნამუშევრებზეც აისახა.  მიუხედავად იმისა, რომ მათი ეს მოგზაურობა საკმაოდ ხანმოკლე იყო და სულ რაღაც 10 კვირა გაგრძელდა, მხატვრის შემოქმედებაზე ამ ყველაფერმა რადიკალური ცვლილებები მოახდინა. ამ დროის განმავლობაში,  იგი საოცრად ნაყოფიერად მუშაობდა:  მისი ბიოგრაფის, ჯონ რიჩარდსონის მიხედვით, მან შვიდი დიდი და თორმეტიოდე საშუალო ზომის ნამუშევარი და ასევე უამრავი ჩანახატი, აკვარელი, გუაში და ხის ფიგური შექმნა.

რამდენიმე შესაძლო ვარიანტი არსებობს იმის შესახებ , თუ რა იყო პაბლო პიკასოს ასეთი ტრანსპორმაციის მიზეზი. თუ გადავხედავთ გოზოლში შესრულებულ ნამუშევრებს, ბევრ მათგანში ფიგურირებს ოლივიე , მათ შორის les Demoiselles d’Avignon-შიც. ამითი, შეგვიძლია ვივარაუდოთ , რომ იმ დროს 24 წლის მხატვრის გრძნობები თავისი საყვარელი ქალბატონის მიმართ განსაკუთრებით ძლიერი იყო. ეს  შესაძლებელია ერთ-ერთი მიზეზიც ყოფილიყო მისი შემოქმედების შეცვლის.

გოზოლში ყოფნისას, პიკასო კიდევ ერთ სიახლეს წააწყდა, რამაც მხატვრობისადმი მისი მიდგომა შეცვალა. ქუჩაში სეირნობისას, სოფლის ეკლესიაში მხატვარმა  მე-12 საუკუნის პოლიქრომული ხის მადონა ნახა  , რომელსაც მეტყველი თეთრი ფერის სახე და დიდი მოხატული თვალები ჰქონდა. ეს იყო მისთვის პირველი შთაბეჭდილება და გარდასახვის მომენტი. ამის შემდეგ პიკასოს ცხოვრებაში დაწყო ახალი  – რომანული ხელოვნების ეტაპი.

დღესდღეისობით, ეს 77 სანტიმეტრის სიმაღლის ქანდაკება, რომელიც კატალონიის რომანული ხელოვნების მშვენიერ მაგალითად მიიჩნევა, ბარსელონაში არსებული კატალონიის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის კოლექციის ნაწილია (Museu Nacional d’Art de Catalunya – MNAC).კატალონიის რომანულმა ხელოვნებამ, რომელსაც პიკასო ძირითადად პირენეის ეკლესიებში აწყდებოდა, მის შედარებით გვიანდელ ნამუშევრებზე იქონია ზეგავლენა.ამჟამად MNAC-ს “რომანულ პიკასო“-ში იგი მთავარ როლს თამაშობს, ეს არის შოუ სადაც ესპანელი მოდერნისტების დაახლოებით 40 ნამუშევარია წარმოდგენილი. ეს გამოფენა საზოგადოებას თავაზობს “კავშირს“ პიკასოს ნამუშევარსა და შუა საუკუნეების რომანული ხელოვნების დანატოვარს შორის, რომელთა უმეტესობაც XI-XIII საუკუნეებში აშენებული პირენეის ეკლესიებიდანაა, რომელთა დახმარებითაც MNAC საერთაშორისო მასტაბითაა ცნობილი.

 

‘შემოქმედებითი ცხოვრება’

სავარაუდოდ, პიკასო რომანული ხელოვნებით გოზოლში ჩასვლამდე 4 წლით ადრე დაინტერესდა   ,  როდესაც ბარსელონაში რომანული და გოთური ხელოვნების დიდი გამოფენა გაიხსნა, რომელიც კატალონიური ნაციონალიზმის აღორძინების ხანას დაემთხვა. სამი ათეული წლის გასვლიდან ცოტა ხნის შემდეგ, 1934 წელს,  როდესაც პიკასო უკვე საერთაშორისო ცნობილი სახე იყო და საფრანგეთში ცხოვრობდა, მხატვარი ბარსელონაში ჩავიდა ეროვნული მუზეუმის მოსანახულებლად.გაზეთები ამ ღონისძიების შესახებ ბევრს წერდნენ თუმცა, სამშობლოში მისი  ვიზიტი პიკასოსთვის უკანასკნელი აღმოჩნდა – ფრანკოს აღმასვლის შემდეგ იგი ესპანეთში აღარ დაბრუნებულა.

მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე, პიკასომ რომანული ხელოვნების ამსახველი უამრავი წიგნი, ბარათი და ფოტო დააგროვა , თუმცა ამ ყველაფერში პიკასო მარტო არ ყოფილა. მასთან ერთად, კიდევ ერთი ესპანელი მხატვარი, ჯოან მიროც იყო გატაცებული  რომანული ხელოვნებით და როდესაც მას ჰკითხეს თუ რას ნიშნავდა ის მისთვის, მირომ ხელი მაჯის ვენებზე დაიდო – ეს მისი სიცოცხლის წყარო იყო.

რა იყო ის “ფასდაუდებელი გაკვეთილი“ ,  რომელიც რომანულმა ხელოვნებამ პიკასოსა და მიროს ჩაუტარა? MNAC-ს დირექტორის აზრით, პიკასოს კატალონიის რომანული ხელოვნების “უბრალოება“ იზიდავდა.“ეს იყო გულუბრყვილო, ‘პრიმიტიული’ ხელოვნება,“ ამბობს პეპე სერა. “მაგალითად, პერსპექტივა გამოყენებული არ იყო, ხოლო პიკასოს ხელწერა სახის მიდამოებში უკიდურესად სქემატური იყო. იგი ასევე სიმბოლოებითაა სავსე – თვალები, ცეცხლი, თევზი – რომლებიც სულ სხვა რაღაცეებს წარმოადგენს.“

“და სუბიექტების თვალსაზრისით პიკასოსთან კიდევ ერთი დიდი კავშირი არსებობს: ძალადობა, სხეულის დანაწევრება, თავის ქალები, ჯვარცმა, სიკვდილის არსებობა. ასე რომ, აქ როგორც თემატური ისე სტილისტური კავშირებიცაა.“

ელიზაბეტ კოულინგი, ედინბურგის უნივერსიტეტის დამსახურებული ხელოვნების ისტორიის პროფესორი და პიკასოს პორტრეტების კურატორი, ლონდონის პორტრეტების ეროვნული გალერიის მიმდინარე გამოფენაზე, ამბობს რომ:  რომანული ხელოვნების ასპექტები, რომელებიც პიკასოს ყველაზე ხშირად მიმართავდა, სტილიზაცია, სიღრმე და სიძლიერე იყო, იმიტომ რომ ეს ნატურალისტური ესთეტიკით არ იყო გამოწვეული.

როგორც კოულინგი ამბობს, გოზოლაში ცხოვრება იყო ის მთავარი ფაქტორი, რამაც პიკასოს შემოქმედებაში ასეთი სახის გარდასახვა მოახდინა: “შესვენება, რამაც საშუალება მისცა ახალად აღმოჩენილი წყაროები უფრო ღრმად გაეთავისებინა, ხოლო იდეები და თემები არაკონკურენტუნარიან გარემოში დიდი ქალაქიდან მოშორებით განეხორციელებინა. და ამ განმარტოებამ და არამოდერნიზირებულ გარემოში ცხოვრებამ როგორც ჩანს პრიმიტიულობისადმი მისი დამოკიდებულება გაამყარა.“

 

 

რა თქმა უნდა, პრიმიტიული ხელოვნების მიმართ პიკასოს განსაკუთრებული ინტერესი მისი რომანული ხელოვნებით გატაცების ახსნაში გვეხმარება. “პრივიტივიზმი უზარმაზარი საგანია,“ ამბობს კოულინგი. “მაგრამ, ძალიან ფართოდ თუ შევხედავთ, პრიმიტივისტებს ისეთი შეგრძნება ჰქონდათ რომ ‘პრიმიტიული’ უფრო ათენტური და წმინდაა ვიდრე რენესანსისა და პოსტ-რენესანსის პერიოდების გართულებული დასავლური ხელოვნება. მას საფუძვლად ძლიერი ელემენტი უდევს, ეს არის ანტი-ნატურალიზმი და ასევე ანტი-აკადემიზმი – ამიტომ ყველაფერი რაც იმ დროისთვის ‘კანონიკურად’ ითვლებოდა, შეიძლებოდა პრივიტივისტების მიერ უარყოფილი ყოფილიყო.“

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაშინ როდესაც პაბლო პიკასო დასავლური ხელოვნების დიდებული ტრადიციის დაშლასა და აღდგენას ცდილობდა, რომანულმა სტილმა მას აღმოჩენის გაკეთების ერთგვარი მოდელი შესთავაზა. როგორც კოულინგი ამბობს: “როცა საქმე შთაგონების წყაროს ეხებოდა, პიკასო არასდროს პასიურობდა – იგი მუდამ აღელვებული იყო ახალი აღმოჩენებით“.