ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი საქართველოშია

ბელარუსი მწერალი, 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი 2-დღიანი ვიზიტით თბილისს ეწვია. მწერალი საქართველოს გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ მოწვევით სტუმრობს.ალექსიევიჩი, მედიის წარმომადგენლებს მწერალთა სახლში შეხვდა.პრესკონფერენცია, სადაც ალექსიევიჩი ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობდა, 45 წუთი გაგრძელდა.

ვიზიტის ფარგლებში მოეწყობა მისი ახალი წიგნის „ცინკის ბიჭების“ პრეზენტაცია , ხოლო 12 სექტემბერს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე მწერალი მკითხველებს შეხვდება.

სვეტლანა ალექსიევიჩს ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია ლიტერატურის დარგში 2015 წელს გადაეცა. ქართულ ენაზე მისი წიგნების უმეტესობაა თარგმნილი. „ჩერნობილის ლოცვა“, „ომს არ აქვს ქალის სახე“, „სექენდ ჰენდის დრო“, „ცინკის ბიჭები“. მის წიგნებში გაკრიტიკებულია საბჭოთა და მოგვიანებით ბელარუსის პოლიტიკური რეჟიმები