კაცობრიობის საშუალო IQ დაეცა

ბრიტანელმა და ტაილანდელმა მეცნიერებმა, მსოფლიო მოსახლეობის საშუალო IQ-ს დაცემის მიზეზი დაადგინეს. ამის შესახებ კვლევას ჟურნალი New Scientist-ი აქვეყნებს.

მეცნიერების თქმით, მასობრივი “გასულელების” მიზეზი განვითარებულ ქვეყნებში არსებული შობადობის სიმცირე და მოსახლეობის დაბერებაა.

მსგავს დასკვნამდე სპეციალისტები 1,8 ათასამდე IQ-ს ტესტის შემოწმების შემდეგ მივიდნენ, რომლის დროსაც, როგორც წესი, ფასდება მუშა და მოკლევადიანი მეხსიერება. გადაწყვეტილების მიღებისა და ანალიზის უნარი, როგორც წესი უარესდება 60 წლის შემდეგ, მაშინ როცა მოკლევადიანი მეხსიერება ასაკთან ერთად თითქმის არ იცვლება.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მოკლევადიან მეხსიერების შესამოწმებელი ტესტების IQ შედეგები გაიზარდა, მაშინ როცა მუშა მეხსიერების საშუალო მაჩვენებელმა იკლო.

გასული საუკუნის მანძილზე, მეცნიერები პლანეტის მოსახლეობის საშუალო IQ-ს ზრდას აფიქსირებდა, თუმცა ეს ტენდენცია 2004 წლის შემდეგ შეჩერდა.