ესპანეთის მეფის განცხადებით ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობა კონსტიტუციითაა დაცული

ესპანეთის მეფე კატალონიელებს კონსტიტუციის პატივისცემისკენ მოუწოდებს. მეფე ფელიპე VI-მ კომენატარი პირველად გააკეთა, მას შემდეგ რაც კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების შესახებ კანონი მიიღო. ინფორმაციას miamiherald-ი ავრცელებს.

 

 

მონარქის თქმით, ესპანეთის ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა კონსტიტუციით არის დაცული, რომლის დარღვევასაც ქვეყნის ხელისუფლება არ დაუშვებს.

 

 

ესპანეთისგან გამოყოფაზე პლებისციტი კატალონიაში 1 ოქტომბერს ჩატარდება. ავტონომიურ რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ არაოფიციალური რეფერენდუმი ბოლოს 2014 წლის ნოემბერში გაიმართა. თუმცა, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიას კენჭისყრის შედეგების გაუქმება დაავალა, რის გამოც რეფერენდუმი არაფორმალურად გამოცხადდა.

ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულ კატალონიელთა 55% ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა, 39.8% – წინააღმდეგი; 5,3%-ს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

 

 

 

კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისთვის კანონი მიიღო

კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც ესპანეთისგან გამოყოფაზე პლებისციტი 1 ოქტომბერს ჩატარდება. ამ ინფორმაციას BBC-ი  ავრცელებს .

კანონის მიხედვით, კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის საკითხზე საყოველთაო გამოკითხვა პირველ ოქტომბერს უნდა გაიმართოს. დოკუმენტი ასევე ადგენს იმ ლეგალურ ჩარჩოს, რომელშიც კატალონია იმ შემთხვევაში მოექცევა თუ პლებისციტში დამოუკიდებლობის მომხრეები გაიმარჯვებენ.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და აღნიშნული კანონის ანულირება მოითხოვა. მან ესპანეთიდან გამოყოფის მომხრეებს დემოკრატიის ბოროტი მიზნებისთვის გამოყენებაში დასდო ბრალი.
ესპანეთის ვიცე-პრემიერმა კი კატალონიის ხელისუფლება დიქტატორულ რეჟიმს შეადარა

ბოლო კვლევების მიხედვით, კატალონიელთა 55% ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა, 39.8% – წინააღმდეგი, 5,3%-ს კი გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

თუ კატალონიაში რეფერენდუმი შედგება და მასში ესპანეთისგან გამოყოფის მომხრეები გაიმარჯვებენ, ადგილობრივი მთავრობა პირობას დებს, რომ კატალონია 48 საათში დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდება.