თქვენი მოუცლელობა უფრო დაკავებულს გხდით ვიდრე აქამდე იყავით

გადატვირთული ხართ? შეიძლება გეგონოთ რომ ახლა უფრო დაკავებულები ვართ ვიდრე ოდესმე, მაგრამ ეს სიმართლეს სულაც არ შეესაბამება, ამბობს ოლივერ ბურკმენი, რომელიც ამ თემას BBC Radio 4-ის ახალ სერიებში იკვლევს

 

თანამედროვე ცხოვრების სხვა რამდენიმე ფაქტი უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ის რომ დღეს ყველა ასეთი მოუცლელია. განვითარებულ მსოფლიოში რესპოდენტების დიდი ნაწილი მკვლევარებს ეუბნებიან, რომ ისინი სამსახურით ზედმეტად გადატვირთულები არიან, რაც  ოჯახთან და მეგობრებთან გასატარებელ დროზე ისახება.  2014 წელს ჩატარებული ერთი მახვილგონივრული კვლევის მიხედვით, გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი… ზედმეტად გადატვირთული გრაფიკია.

“სამუშაოს საერთო რაოდენობა ძირითადად იგივეა“ – ჯონათან გერშუნი, ოქსფორდის უნივერსიტეტი“

შეიძლება ჩათვალოთ, რომ ეს ახსნა-განმარტება სრულიად ჩვეულებრივია: „ დღესდღეობით ჩვენ უფრო დაკავებულები ვართ, რადგან გასაკეთებელი მართლაც ბევრად მეტია. მაგრამ თქვენ ცდებით. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში არსებული ხალხის მუშაობის საერთო დრო – მიუხედავად იმისა ანაზღაურებადია ის თუ არა – არ გაზრდილა. თანამედროვე მშობლები, რომლებიც ნერვიულობენ რომ თავის შვილებთან არასაკმარის დროს ატარებენ, სინამდვილეში ისინი შედარებით მეტ დროს ატარებენ მათთან ვიდრე ძველი თაობის ხალხი . „ ბოლო 50 წლის მანძილზე მდგომარეობა იცვლება და ქალები შედარებით ნაკლებ არაანაზღაურებად სამუშაოს ასრულებენ და უფრო მეტად ანაზღაურებად სამსახურებზე გადავიდნენ, ხოლო კაცები კი ნაკლებ ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებენ და უფრო მეტ აუნაზღაურებად საქმეს აკეთებენ,“ ამბობს ჯონათან გერშუნი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ‘დროის გამოყენების კვლევის’ ცენტრიდან. მაგრამ “სამუშაოს საერთო რაოდენობა ძირითადად იგივეა.“ უფრო მეტიც, მონაცემები ასევე გვიჩვენებს რომ ხალხი რომელიც იძახის რომ საოცრად დაკავებულია, სინამდვილეში არ არის.

რა ხდება?  პასუხების ნაწილი ეკონომიკასთანაა დაკავშირებული .  ეკონომიკის ზრდასთან ერთად, დროთა განმავლობაში შეძლებულთა შემოსავლებიც უფრო იზრდება, დრო კი პირდაპირი მნიშვნელობით უფრო ფასეული გახდა: თითოეული საათი უფრო ღირებული გახდა, ამიტომ მეტ ზეწოლასაც განვიცდით და მეტადაც ვიხარჯებით. მაგრამ ეს ყველაფერი იმ სამუშაოს სახეობის გამოც ხდება, რომლითაც უმეტესი ჩვენგანია დაკავებული

 

ძველ ეპოქებში, სადაც მეურნეობა ან წარმოება დომინირებდა, შრომა რა თქმა უნდა ფიზიკურად მძიმე იყო – მაგრამ იგი გარკვეულ საზღვრებს ემორჩილებოდა. მოსავალს იქამდე ვერ აიღებ სანამ დრო არ მოვა; იმაზე მეტ ფიზიკურ პროდუქტს ვერ მიიღებ რის საშუალებასაც არსებული მასალა გაძლევს.წარწერა ფოტოზე – მოუცლელობა უკვე სტატუსის სიმბოლოდ იქცა, ნამდვილად აბსურდია თუ გგონიათ რომ ეს ყველაფერი თქვენს კეთილდღეობაზე ახდენს გავლენას.

ჩვენ “უსასრულო სამყაროში“ ვცხოვრობთ, ამბობს ტონი კრები, ავტორი წიგნისა ’(Busy: How to Thrive in a World of Too Much). ყოველთვის არის მეტი შემოსული იმეილი, მეტი შეხვედრა, მეტი წასაკითხი, მეტი განსახორციელებელი იდეა – და მობილური ციფრული ტექნოლოგია ნიშნავს იმას, რომ თქვენ უფრო მეტის გაკეთება შეგიძლიათ როგორც სახლიდან, ასევე შვებულების დროს და სპორტ დარბაზიდანაც კი. შედეგად კი გადაღლილობას ვიღებთ, ეს გარდაუვალია: ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, განსაზღვრული რაოდენობის ენერგიითა და შესაძლებლობით, მაგრამ მაინც ვდილობთ რომ განუსაზღვრელი რაოდენობას შევეჭიდოთ. ჩვენ სოციალურ ზეწოლას ვგრძნობთ, რომელიც “ყველაფრის მოსწრებას“ გვთხოვს როგორც სამსახურში ასევე სახლშიც, მაგრამ ეს არა მხოლოდ ძალიან რთულია, არამედ მათემატიკურადაც შეუძლებელია.“ მოუცლელობის შეგრძნება მდგომარეობს იმაში , რომ  გასაკეთებელი საქმეების სიას უფრო უკეთ გავუმკლავდებოდით, ასე ძალიან რომ არ გვეჩქარებოდეს.“

დრო გარკვეულ ზეწოლას ახდენს ჩვენზე და უფრო ქვემოთ გვექაჩება, ამიტომ არცაა გასაკვირი რომ მუდამ საათზე ვიყურებით და სულ დროის გაკონტროლებას ვცდილობთ. მაგრამ ფსიქოლოგიური კვლევა გვიჩვენებს, რომ დროის ამგვარ აღქმას გაუარესებულ შრომითუნარიანობამდე მივყავართ . ‘მოუცლელობის შეგრძნების’ ირონიულობა იმაში მდგომარეობს, რომ  გასაკეთებელი საქმეების სიას უფრო უკეთ გავუმკლავდებოდით, ასე ძალიან რომ არ გვეჩქარებოდეს. ეკონომისტი სენდჰილ მულაინატანი და  მეცნიერი ელდარ შაფირი ამ ყველაფერს აღწერენ როგორც “შემეცნებითი შესაძლებლობების“ პრობლემას: დანაკლისის შეგრძნებები, შეიძლება ეს იყოს ფული ან დრო, გონებას ძაბავენ, რითიც გადაწყვეტილების მიღების პროცესს აუარესებენ.

როდესაც დაკავებული ხართ, დროის არასწორად გადანაწილების უფრო დიდი შანსია , რადგან ამ დროს თქვენს თავზე ისეთ ვალდებულებებს იღებთ, რომლებთან გამკლავებაც არ შეგიძლიათ ან მნიშვნელოვან ამოცანებზე წინ უმნიშვნელოებს აყენებთ. თქვენი მოუცლელობა უფრო დაკავებულს გხდით ვიდრე აქამდე იყავით.

სავარაუდოდ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამგვარი სახის აზროვნება ჩვენს თავისუფალ დროზეც ვრცელდება და აინფიცირებს მას – ასე რომ, მაშინაც კი როდესაც ცხოვრება როგორც იქნა გვაძლევს უფლებას რომ 1-2 საათით ძალები აღვიდგინოთ, ყველაფერი მაინც იმაზე ფიქრით მთავრდება რომ ეს პერიოდიც “ნაყოფიერად“ უნდა გავატაროთ.

წარწერა ფოტოზე – ზოგიერთი კვლევის მიხედვით, კაცები უფრო მეტ აუნაზღაურებად სამუშაოს ასრულებენ, ხოლო ქალები კი უფრო ნაკლებს აკეთებენ ვიდრე 50 წლის წინ, მაგრამ სამუშაო დროის საერთო რაოდენობა არ შეცვლილა.

მუდმივი მოუცლელობის ეპიდემის გამოსწორება, გარდა 21 საათიანი სამუშაო კვირის საყოველთაო შესრულებისა – იმის გააზრებითაც შეიძლება თუ რა ირაციონალური გახდა ჩვენი დამოკიდებულებები. ისტორიულად, სიმდიდრის, მიღწევებისა და სოციალური უპირატესობების საბოლოო სიმბოლო დაუსაქმებლობის თავისუფლება იყო: ღირსების ნამდვილი სამკერდე ნიშანი კი, როგორც მე-19 საუკუნის ეკონომისტმა ტორსტეინ ვებლენმა თქვა, თავისუფალი დრო იყო. ახლა კი მის ადგილს მოუცლელობა იკავებს, რაც მაღალი სტატუსის მაჩვენებელი გახდა. “ჩვენს საზოგადოებაში შეძლებულები ხშირად ძალიან დაკავებულები არიან და უნდა იყვნენ კიდეც,“ ამბობს გერშუნი. “თქვენ მკითხავთ, ვარ თუ არა დაკავებული და მე გიპასუხებთ: ‘დიახ, რა თქმა უნდა დაკავებული ვარ – იმიტომ რომ მე მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ!“ “მოუცლელობა მაღალი სტატუსის მაჩვენებელი გახდა.“

უკეთ რომ გაიაზროთ თუ რამდენად აბსურდულია არაგონივრული ქმდებების ამგვარად შეფასება, ქცევითი ეკონომისტის დენ არიელის მიერ მოთხრობილ ამბავს გადავხედოთ, რომელიც ერთ ზეინკალზეა რომელსაც ადრე შეხვდა. კარიერის დასაწყისში ზეინკალი “არც ისე კარგი სპეციალისტი იყო: კარის გასაღებად მართლაც დიდი დრო სჭირდებოდა და ხშირად საკეტსაც ტეხავდა,“ ამბობს არიელი. მიუხედავად ამისა, ხალხი სიხარულით უხდიდა მას საფასურს და ფეხის ქირასაც უტოვებდა. თუმცა, როცა იგი უფრო მარჯვე და უფრო სწრაფი გახდა, მათ საფასურზე წუწუნი დაიწყეს და ფეხის ქირასაც აღარ აძლევდნენ. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ისინი თავის სახლში ან მანქანაში სწრაფად მოხვედრის ფაქტს აფასებდნენ. მაგრამ სინამდვილეში მათ იმის დანახვა სურდათ, რომ ზეინკალი დროსა და ძალისხმევას არ იშურებდა  – მაშინაც კი თუ ეს დიდხანს ლოდინს გულისხმობდა.

ძალიან ხშირად მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ სხვა ხალხისადმი არამედ საკუთარი თავისადმიც კი გვაქვს: ჩვენს ღირებულებას მიღწეული შედეგების მიხედვით კი არ ვაფასებთ, არამედ იქიდან თუ რამდენი დრო დავკარგეთ ამ ყველაფერის კეთებისას. ჩვენ გიჟური ცხოვრებით ვცხოვრობთ, ბოლო ბოლო ნაწილობრივ მაინც, რადგან ამგვარად ჩვენს თავებზე უფრო უკეთესი წარმოდგენა გვექმნება. რბილად რომ ვთქვათ, ეს უაზრობაა. ალბათ ამ ყველაფრის გასაანალიზებლად დიდი დრო დაგვჭირდება, მაგრამ ეს როგორ უნდა მოვახერხოთ – ჩვენ ხომ ასეთი დაკავებულები ვართ.

სტატია დაფუძნებულია BBC Radio 4-ის სერიებზე “ოლივერ ბურკმენი დაკავებულია“(Oliver Burkeman is Busy).