“თუ ის დღეს ამბობს, რომ მინისტრი უნდა გადადგეს, ესე იგი სერგეი ლავროვის თავს რაღაც ხდება. მის ქვეშ სავარძელი შეირყა”

საიტი kavkazplus.com აქვეყნებს სტატიას: “მოხსნიან ლავროვს?”, გთავაზობთ ამონარიდს:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის პიროვნება, გარკვეულწილად უნიკალურია. რთულია გაიხსენო საგარეო უწყების რომელიმე ხელმძღვანელი, რომელმაც ასეთი აშკარა და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა რუსეთს, როგორც ლავროვმა.

ამას აქვს ახსნა – თავად ლავროვი სულაც არ არის “რუსი პატრიოტი” (როგორც ჰგონიათ რუსეთის მოქალაქეებს), არამედ სომეხი ნაციონალისტია. ის წარმოშობით სომეხია (მისი ნამდვილი გვარია კალანტაროვი ან კალანტარიანი).

ლავროვმა სახელი “გაითქვა” იმით, რომ  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლომის წილი ძალისხმევა გაიღო   2008-2012 წლებში საქართველოს დანაწევრების “დაკანონებისათვის”,  რეალურად ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის “დამოუკიდებლად” აღიარებით. შედეგად, რუსეთმა, სხვა მიმართულებებით ინიციატივა ხელიდან გაუშვა. მან წააგო ლიბია, კინაღამ წააგო სირია, კონფლიქტს გადაურჩა ბელარუსთან, და რაც მთავარია – “დაკარგა” უკრაინა.

შედეგად, რუსეთმა მიიღო სანქციები, საკუთარ საზღვრებთან ომი და ყირიმის ანექსიის ტოტალური არაღიარება.

ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს გადააყენებდნენ, ან სასამართლოს გადასცემდნენ. თუმცა, პარადოქსია – რუსეთში პროპაგანდის წყალობით, გაუთვითცნობიერებელი ობივატელების თვალში ის “პატრიოტი” და “გენიალური დიპლომატია”.

თუმცა, უსასრულოდ დათმო რუსეთის საგარეო ინტერესები და ამასთან “პატრიოტად” გამოიყურებოდე, შეუძლებელია.

დადგა მომენტი, როცა რუსეთის ყველაზე გულუბრყვილო  მოქალაქისათვისაც ცხადია, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს,  “ბრძენი ხელმძღვანელის” ლავროვის მეთაურობით, რაღაც დაემართა.

ქვეყანას ღიად ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ, ხოლო მას ადეკვტურად პასუხის გაცემა არ შეუძლია.

რისი წარმოჩენაც შეიძლებოდა “დიად გამარჯვებად”, წარმოჩენილია, თუმცა “გამარჯვებები” ყალბი აღმოჩნდა.

აშშ-ს ხელისუფლებამ თავხედურად ჩაატარა ჩხრეკა რუსეთის საკონსულოში, სან-ფრანცისკოში, ფაქტიურად “რუსეთს სახეში შეაფურთხა”.

და რა მოიტანა ლავროვის განვლილმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ ამ შემთხვევაში? დაეხმარნენ რუსეთს “დამოუკიდებელი” აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი? შეეშინდა ვაშინგტონს “დერჟავა ნაურუს”, რომელმაც ზემოთხსენებული “დამოუკიდებელი” სახელმწიფოები  50 მილიონ დოლარად აღიარა? …აშკარაა, რომ სერგეი ლავროვის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში, რუსეთის პოზიციები საერთაშორისო არენაზე უბრალოდ კი არ დასუსტდა, კატასტროფულად დასუსტდა. სწორედ ლავროვის წყალობით რუსეთს, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმის მარიონეტი მოკავშირეების გარდა არავინ ჰყავს, რომელთაც საკუთარი თავის დაპურებაც არ შეუძლიათ. მშობლიური სომხეთიც არ მალავს განზრახვას – პირველსავე მოსახერხებელ შემთხვევაში რუსეთს უღალატოს.
იმავდროულად, კრემლში შეშფოთდნენ. ის, რომ ლავროვი თავისი პოლიტიკით რუსეთს ზიანს აყენებს, დიდი ხანია იცოდნენ, თუმცა ასეთი კატასტროფული შედეგები ვერ წარმოედგინათ. შედეგად, სავარაუდოდ, რუსეთის მმართველ ელიტაში უკვე მწიფდება მოსაზრება, რომ ლავროვი უნდა შეიცვალოს.

როგორც ეს ხშირად ხდება, პირველი “სატესტო წინადადება” ლავროვის გადაყენებასთან დაკავშირებით, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ გაახმოვანა.

საინტერესოა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამასთან დაკავშირებით კომენტარზე უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ჟირინოვსკის ასეთი განცხადება სხვა დროსაც გაუკეთებია. თუმცა, ჟირინოვსკის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადების გახსენება წარმოუდგენელია. მეტიც – ცოტა ხნის წინ, მსგავსი განცხადების მოსმენა წარმოუდგენელიც იყო.

ჟირინოვსკის განცხადება სენსაციად იქცა, ამიტომაც რუსეთის საგარეო უწყებაში “ლავროვის ხალხმა” ნერვიულობა დაიწყო. ცნობისათვის, ამ დრომდე რუსეთში “ლავრომანია” “პუტინომანიასთან” მეტოქეობდა. ლავროვი პოლიტიკოსია, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები ვლადიმერ პუტინის “მეგობრად და თანამებრძოლად” უფრო მიიჩნევენ, ვიდრე დმიტრი მედვედევს.

ვლადიმერ ჟირინოვსკი დიდი ხანია კრემლში “მორიგე ჯამბაზის” როლს ასრულებს. თუმცა ეს სწორედ ის ჯამბაზია, რომელსაც განსაკუთრებული გამონაკლისის სახით უფლება ეძლევა გაახმოვანოს ხმამაღლა გამოუთქმელი იდეები და მოსაზრებები, რათა გარშემოყოფთა რექცია შეამოწმონ: როგორ აღიქვამენ?
თუ ის დღეს ამას ამბობს, რომ ლავროვი უნდა გადადგეს, ეს იგი ლავროვის თავს რაღაც ხდება. მის ქვეშ სავარძელი შეირყა.

ლავროვის იმედები, რომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს მის, როგორ “დიდი დიპლომატის” იმიჯს, არ გამართლდა. ტრამპს ფეხებზე ჰკიდია სომეხი მეტიჩარა დიპლომატის ბედი.

შედეგად, კრემლში დღის წესრიგში დადგა საგარეო პოლიტკის კურსის რადიკალური ცვლილებები. ამიტომაც დაიწყო, სავარუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლაზე საუბარი.

ამასთან – თუ მოვლენები კვლავაც ცუდად განვითარდება – რუსეთის მაღალ ეშელონებში საჭირო გახდება “განტევების ვაცის” როლზე კანდიდატის მოძებნა, რომელიც ყველაფერში დამნაშავე აღმოჩნდება, რომლის გამოც იქნა დაშვებული უამრავი შეცდომა ბოლო წლებში. და ეს კანდიდატი ცნობილი ადამიანი უნდა იყოს, რათა საზოგადოებამ დაიჯეროს, რომ “მთავრი დამნაშავე” სწორედ ის არის.

გასაგებია, რომ სერგეი ლავროვს მომენტალურად არ მოხნიან. ჟირინოვსკის განცხადება, ეს მხოლოდ ანონსია. კრემლში დააკვირდებიან, როგორი რექცია იქნება და შესაბამისად იმოქმედებენ.

ერთი კი ცხადია, რომ სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით, საგარეო უწყების ასეთი წარუმატებელი მუშაობის კიდევ რამდენიმე წელს, რუსეთი ვერ გაუძლებს.”