„ეროტიკული ჩანაწერების“ დღიურები

ინტიმურ თემებზე ხმამაღლა საუბარი ხელოვანმა თამარ ლორთქიფანიძემ ხელნაკეთი დღიურების საშუალებით დაიწყო. „ეროტიკული ჩანაწერები“, ასე ჰქვია თამარ ლორთქიფანიძის დღიურის ფორმის ხელნაკეთ წიგნს , რომელზეც მხატვარი დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. ავტორის თქმით, „ეროტიკული ჩანაწერების” დღიური, როგორც ნამდვილ, ისე მოგონილ ისტორიებსა და მათზე შექმნილ ჩანახატებს აერთიანებს.

ავტორი წიგნს უწოდებს ერთგვარ პლატფორმას ქალებისთვის, რომლებსაც იშვათად უსმენენ.

ეროტიკული ჩანაწერები’ ქალის მიერ ხმამაღლა ნათქვამი სიტყვაა ქალების სურვილების, ვნებებისა და სექსუალობის შესახებ, სადაც ისინი თავისუფლად ლაპარაკობენ თავიანთ ყველაზე დაფარულ ინტიმურ დეტალებზეც კი.”

ეროტიკული ჩანაწერების“ პრეზენტაციას მწერალთა სახლში, 11 სექტემბერს უმასპინძლეს.