ერდოღანმა ქალაქების მერები გააკრიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯიპ ტაიპ ერდოღანმა ქალაქების მერები მისი ძეგლის დადგმის გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას Super Haber-ი ავრცელებს.

“სხვადასხვა ქალაქებში ჩემს სკულპტურებს დგამენ. როდესაც ეს გავიგე, ძალიან გავნაწყენდი, რადგანაც ეს ჩემი ღირებულებებისგან შორს დგას. მე არც ძეგლები მინდა და არც ბიუსტები. სხვა დროს ასეთი შეცდომა აღარ დაუშვათ,”- განაცხადა ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას.

 

 

სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ ერთ-ერთი ასეთი სკულპტურა, ქალაქში იზმიტი, სამხედრო გადატრიალების მცდელობის წლისთავთან დაკავშირებით დადგეს, თუმცა მოგვიანებით მისი აღება გადაწყდა.