“ქართული მარშის” აქცია-მსვლელობა ქართული მიწის გასხვისების წინააღმდეგ

“ქართული მარშის” აქცია-მსვლელობა რუსთაველის მეტროდან ”ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისისკენ დაიწყო. ამის შემდეგ აქტივისტებმა კახა კალაძის წინასაარჩევნო შტაბთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც  “ქართული მარშის” წევრებმა სამართალდამცველებს მაშხალები დაუშინეს.

”ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მოძრაობა მოითხოვს ქართული მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის აკრძალვას და ამ ცვლილების კონსტიტუციაში დაფიქსირებას. ბრეგაძემ ქართული მიწის გასხვისებაში მმართველი გუნდის ლიდერები დაადანაშაულა. მარშის წევრები უახლოეს მომავალში მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირებასაც აანონსებენ.

აქცია 12 სექტემბერს გაერთიანების ლიდერებმა დააანონსეს.

 

 

 

 

 

 

“ქართული მარშის” აქცია კახა კალაძის – “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან .

 

 

 

 

 

ვითარება კახი კალაძის შტაბში აქციის მსვლელობისას