დააკავეს ქალი რომელიც პრინც ჯორჯის სკოლაში შეიპარა

ლონდონში დააკავეს ქალი, რომელიც პრინც ჯორჯის სკოლაში შეიპარა.ქალს ბრალად Thomas’s Battersea-ის სკოლაში უკანონო შეღწევა და ქურდობის მცდელობა წაუყენეს.
სკოტლანდ იარდში აცხადებენ, რომ მომხდარის გამო სკოლის უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე მუშაობა დაწყებულია.

 

 

Daily Telegraph-ის ცნობით, იგეგმება სკოლის შენობის საათში ერთხელ შემოწმება, უსაფრთხოების ძალები კი 24 საათის განმავლობაში იმორიგევებენ სასწავლო დაწესებულებაში.
დამნაშავე 40 წლისაა და ის ამჟამად ლონდონის ერთ-ერთი უბნის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრე ლონდონის სამხრეთ დასავლეთში მდებარე პრესტიჟულ კერძო სკოლაში სწავლობს.

 

 

Thomas’s Battersea-ში სწავლა წელიწადში 23 500 დოლარი ჯდება. 4 წლის ჯორჯი სკოლაში პირველად, ამ კვირაში მიიყვანეს.

 

 

წყარო : პირველი არხი