გენერალ ჩაჩიბაიას თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე წვრთნები არაკონსტიტუციური და საფრთხის შემცველია

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე წვრთნებში 2 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 300 სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო სწავლება არაკონსტიტუციური და საფრთხის შემცველია. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 49-ე არმიამ სასწავლო მზადყოფნა გამოაცხადა. სწავლებებში ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 ბაზაც ჩართულია. სასწავლო განგაშია გამოცხადებული. წვრთნებში 2 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 300 სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. აღნიშნული სწავლება პირადი შემადგენლობის საბრძოლო დონის შემოწმებას ემსახურება. ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სწავლება არაკონსტიტუციურია. ამასთან, საერთაშორისო სამართლის ნორმები ირღვევა და რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია“, – განაცხადა ჩაჩიბაიამ