გამოსხივების ქვეშ ცხოვრება: შეიძლება თუ არა ნეიტრონულ ვარსკვლავებთან მდებარე პლანეტები დასახლებული იყოს

შესაძლებელია თუ არა სიცოცხლე პლანეტებზე, რომლებიც ნეიტრონული ვარსკვლავების ირგვლივ მდებარეობენ? მეცნიერებმა მათი არსებობის შესახებ საუკუნის მეოთხედის წინ გაიგეს, მაგრამ ეს საკითხი აქამდე არ განხილულა. ლეიდენის უნივერსისტეტის ატროფიზიკოსების (ნიდერლანდები) ალესანდრო პატრუნოს და მიჰკელ კამას კვლევის შედეგები პოპულარულმა მეცნიერულმა გამოცემამ “ელემენტმა“ გამოაქვეყნა.

ნეიტრონული ვარსკვლავი ციური სხეულია, რომელიც ზეახალი მყოფი ვარსკვლავების აფეთქებების შედეგად წარმოიქმნება. ასეთი აფეთქებების დროს ვარსკვლავის ნათება მკვეთრად იზრდება, პარალელურად კი უზარმაზარი ენერგია გამოიყოფა. შედეგად 20 კილომეტრიანი დიამეტრის მქონე კომპაქტური ობიექტი რჩება,  რასაც ნეიტრონულ ვარსკვლავს უწოდებენ

ნეიტრონული ვარსკვლავები ხილულ ნათებას თითქმის არ გამოყოფენ, მაგრამ ისინი თავის პლანეტებს ძლიერი გამოსხივების საკმაოდ დიდი ნაკადით ანებივრებენ, ძირითადად მხოლოდ რენტგენულ დიაპაზონში. სწორედ ამიტომ არავინ ცდილობდა იმის გარკვევას, შეიძლებოდა თუ არა ასეთი ვარსკვლავების ირგვლივ მდებარე პლანეტებზე სიცოცხლის არსებობა. ძლიერი რენტგენი არსებული სიცოცხლისთვის დამღუპველია, მის გარეშე კი ვარსკვლავური გამოსხივება ატმოსფეროში საკმარისად ღრმად შეღწევას ვერ მოახერხებს. თუმცა, ეს ნეიტრონულ ვარსკვლავთან მდებარე პლანეტას ზედაპირის განათებასა და გათბობაში დაეხმარებოდა.

ლეიდენის უნივერსისტეტის მეცნიერებმა მიზნად ორი ამოცანის ამოხსნა დაისახეს. მათ პირველ რიგში გადაწყვიტეს გაერკვიათ თუ როგორ წარმოიქმნა ეს სამი პლანეტა  ნეიტრონული ვარსკვლავის პულსარის ირგვლივ , რომელიც ბრუნავს, ძლიერი მაგნიტური ველი აქვს და მაგნიტური პოლუსების მიდამოებში გამოსხივების ფოკუსირებულ ნაკადებს უშვებს. მეორე მხრივ, მათ დააინტერესათ , რენტგენული გამოსხივების ასეთი ძლიერი ნაკადის მიუხედავად, შეუძლიათ თუ არა ნეიტრონულ ვარსკვლავებთან მდებარე ამ ტიპის პლანეტებს საკუთარი ატმოსფეროს შენარჩუნება.

როგორ წარმოიქმნენ პულსარის პლანეტები

მეცნიერებმა პულსარის პლანეტების, ანუ იმ პლანეტების, რომლებიც პულსარების ირგვლივ ბრუნავენ,  ფორმირების სამი სავარაუდო ვერსია დაასახელეს.

პირველი ვერსიის მიხედვით, ასეთი პლანეტები ჯერ კიდევ ზეახალის აფეთქებამდე გაჩნდნენ. მისი მასიური ვარსკვლავის წარმოქმნიდან მალევე, იმავე აირმტვრიანი ღრუბლის წინამორბედიდან, რომლიდანაც შემდეგ ზეახალი წარმოიშვა. სწორედ ასე წარმოიქმნა დედამიწა და სხვა პლანეტებიც, რომლებიც პულსარებს არ მიეკუთვნებიან.

მეორე ვარიანტით,  პულსარის პლანეტები წარმოიშვნენ დისკებიდან, რომლებიც ზეახალის აფეთქების შედეგად გამოტყორცნილი ნივთიერებებისაგან შედგება.

ხოლო მესამე ვერსიის მიხედვით, პულსარის პლანეტები წარმოიშვნენ დისკებიდან, რომლებიც წარმოიქმნენ მაშინ, როდესაც ნეიტრონულმა ვარსკვლავმა თავისი კომპანიონი, ვარსკვლავი, რომელიც ზეახალის აფეთქებამდე არსებობდა, შთანთქა.

მეცნიერების დიდი ნაწილი მესამე ვარიანტს ემხრობა, რადგან მიღებული შეფასებების მიხედვით, ვარსკვლავთა ნახევარი დაწყვილებულ სისტემებში იბადება, თუმცა არც მეორე ვერსიას გამორიცხავენ.

რა ჭირდება პლანეტას რომ მასზე სიცოცხლე გაჩნდეს

საცხოვრებელი ზონის ყველაზე დიდი საფრთხე თხევადი წყლისა და აირის გარსის დაკარგვაა. საცხოვრებელი ზონა ეს არის გალაქტიკის ის რაიონი, სადაც სიცოცხლის წარმოშობისთვის და უსაფრთხო ევოლუციისთვის შედარებით ხელსაყრელი პირობებია. პულსარი რენტგენულ დიაპაზონში ასხივებს, ეს ნიშნავს, რომ იგი თავისი პლანეტებიდან ჩვეულებრივ ვარსკვლავზე აგრესიულად “ითვისებს“ წყალსა და აირის გარსს.

წყალბადი ატმოსფეროდან კოსმოსში ზედმეტად სწრაფად მიდის, ამიტომ ის უფრო მნიშვნელოვანია თუ რა რაოდენობის შედარებით მძიმე აირი დარჩება პლანეტაზე. პულსარის პლანეტების წარმოქმნის მეორე და მესამე ვარიანტებზე დაყრდნობით, ისინი ისეთი მატერიისაგან წარმოიქმნებიან, რომელიც დიდი რაოდენობის მძიმე ელემენტებითაა გამდიდრებული.  მეცნიერები ამტკიცებენეს, რომ მათზე საკმაოდ ბევრი ჟანგბადი და წყალი იქნება.

პულსარის პლანეტა ენერგიის ძირითად ნაწილს თავისი ვარსკვლავისგან იღებს. იგი რენტგენული გამოსხივებისა და პულსარული ქარის სახით მოდის. პულსარულ ქართან კიდევ ერთი ფაქტია დაკავშირებული, რომელიც პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის. იგი დამუხტული ნაწილაკებისაგან შედგება. პლანეტის ატმოსფეროში მოხვედრისას ისინი მის ნაწილაკებს ეჯახებიან. პროცესი, რომელიც ამ დროს ხდება, პულსარის პლანეტის ატმოსფეროს ათბობს. პლანეტაზე სიცოცხლის არსებობას მეცნიერები სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე ვარაუდობენ.

როგორი შეიძლება იყოს სიცოცხლე პულსარის პლანეტაზე

მეცნიერების გამოთვლებით,  პულსარის პლანეტებს საცხოვრებელ ზონაში მილიარდი წლის გატარება შეუძლიათ. ნეიტრონული ვარსკვლავი თავის პლანეტას რენტგენული და გამა-გამოსხივებით “ათბობს“, ასევე გამოთვლება აჩვენეს, რომ სახიფათო ნაწილაკები პლანეტის ზედაპირის მიღწევამდე შთაინთქმება.

მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრონულ ვარსკვლავებზე სიცოცხლე შესაძლებელია, ეს  არ ნიშნავს, რომ მას ჩვენთვის მისაღები ფლორითა და ფაუნით არსებობა შეუძლია. იმისთვის რომ პულსარის პლანეტები დასახლებული იყოს, მათ ატმოსფეროს სქელი ფენა უნდა გააჩნდეთ, რომელიც ნეიტრონული ვარსკვლავის გამოსხივებას მთლიანად შთანთქავდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთ პლანეტებზე ცხოვრება ისევე განვითარდებოდა როგორც დედამიწაზე მარიანას ღრმულში. რაც ნიშნავს, რომ პლანეტაზე მცხოვრები ორგანიზმები ქსენოფიოფორებს  (უზარმაზარ ერთუჯრედიან ორგანიზმებს, რომლებიც ოკეანის ფსკერზე ცხოვრობენ) დაემსგავსებოდნენ.  ოკეანის ფსკერზე მცირე რაოდენობის ჟანგბადი და მაღალი წნევაა და ამხელა სიღრმეზე ვერც მზის სხივები აღწევენ. არ არის გამორიცხული, რომ პლანეტაზე უფრო რთული ორგანიზმებიც არსებობდნენ. უზარმაზარი წნევის დროს დედამიწაზეც, ზღვის ფსკერზე შესაძლოა მრავალუჯრედიანი ორგანიზმების გაჩენა. სწორედ ამიტომ მაღალი წნევისა ან სინათლის არარსებობის გამო რთული სახის სიცოცხლის წარმოშობის ალბათობის გამორიცხვა არ ღირს.