ახალი iPhone-ის პრეზენტაცია

დღეს, კომპანია Apple-ის ახალ ცენტრალურ ოფისში ახალი iPhone-ის პრეზენტაცია იმართება. პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით კომპანიიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ ახალ iPhone-ს შესაძლოა iPhone X დაარქვან, ხოლო ტექნიკურ სიახლეებს შორის სახელდება – უკაბელო დამუხტვა, სახის ამოცნობის ფუნქცია და სხვ.

iPhone X-ის გარდა, დღევანდელ პრეზენტაციაზე მოსალოდნელია iPhone 8-ისა და iPhone 8 Plus-ის წარდგენაც.

არსებული ინფორმაციით, iPhone X-ი ძვირადღირებულ სეგმენტში გავა.