აუდიტის სამსახურმა „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ შემომწირველები გამოკითხვაზე დაიბარა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე 14 ფიზიკური პირი დაიბარა. როგორც აუდიტის სამსახურში News.ge-ს განუცხადეს, გამოკითხვაზე დაბარებულმა პირებმა შემოწირულობა ორ პარტიაში – „ქართულ ოცნებასა“ და „ევროპულ საქართველოში“ განახორციელეს.

არსებული ინფორმაციით, ექვსმა მათგანმა შემოწირულობა „ევროპულ საქართველოში“, ხოლო რვამ – „ქართულ ოცნებაში“ განახორციელა.

როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, ამ პირების გამოკითხვა საჭირო გახდა, რათა უწყებამ დაადგინოს ნამდვილად ჰქონდათ თუ არა შესაბამისი შემოსავალი შემოწირულობების განსახორციელებლად.